„გამკაცრებული პოლიტიკა მანამ იქნება ძალაში, სანამ იმის მკაფიო ნიშნები არ გაჩნდება, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება“

„გამკაცრებული პოლიტიკა მანამ იქნება ძალაში, სანამ იმის მკაფიო ნიშნები არ გაჩნდება, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება“

access_time2023-01-11 19:30:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ორ დღიან ფორუმს სხვადასხვა ქვეყნების ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და ცენტრალური ბანკის მმართველები ესწრებოდნენ.


კობა გვენეტაძემ, ფორუმის ფარგლებში ცენტრალური ბანკის მმართველთა სესიაში მონეტარული პოლიტიკის თემაზე ორი მიმართულებით იმსჯელა - ინფლაციური მოლოდინები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა გლობალური გამოწვევების ფონზე, და ცენტრალური ბანკის ციფრული ფული, რისკები და შესაძლებლობები. კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.


ცენტრალურმა ბანკებმა საკმარისი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა თავიდან აიცილონ უსაფუძვლო ინფლაციური მოლოდინები, მიუხედავად იმისა თუ, რა იყო საწყისი გამომწვევი მიზეზი - მიწოდება თუ მოთხოვნა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მზარდი ინფლაციის ფონზე, რამდენჯერმე გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი და აქტიური კომუნიკაცია გასწია იმასთან დაკავშირებით, რომ გამკაცრებული პოლიტიკა მანამ იქნება ძალაში, სანამ იმის მკაფიო ნიშნები არ გაჩნდება, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს უბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საბაზრო ინფლაციური მოლოდინები ამ გზავნილს შეესაბამება, რადგან, მაგალითად, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე მიმდინარე პოლიტიკის განაკვეთი, რადგან ბაზარი ინფლაციის შემცირებას მოელის, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ციფრული ვალუტის პერსპექტივებზე და ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.


Euromoney-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის ფარგლებში Raiffeisen Bank International-ის ორგანიზებით, შედგა ინვესტორებთან შეხვედრა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შესახებ ერთობლივი პრეზენტაცია წარადგინეს.


ფორუმის დასრულების შემდეგ Euromoney-ის ინიციატივით, 2022 წელს შექმნილი ცენტრალური ბანკების ლიდერთა საზოგადოების შეხვედრა გაიმართა, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავარმა ბანკირებმა, დახურულ კარს მიღმა ცენტრალური ბანკებისთვის მნიშვნელოვანი თემები გლობალური გამოწვევების ფონზე განიხილეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up