კობა გვენეტაძე ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და საჩუქრად გადასცა ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული წიგნი - ალბომი საქართველოს სახელმწიფო ბანკის შესახებ, რომლის დამაარსებელი და პირველი მმართველი, ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმა, იასონ ლორთქიფანიძე იყო.
იმავე ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოინახულა სოფელ ჩუნეშის საჯარო სკოლა, სადაც #იასონლორთქიფანიძე სწავლობდა. კობა გვენეტაძე სკოლის მოსწავლეებსაც შეხვდა და მათთვის საგანგებო ლექცია გამართა.
იმერეთში ვიზიტის დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მშობლიური - ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაც მოინახულა და ფინანსური განათლების თემაზე შექმნილი საგანმანათლებლო მასალები გადასცა.