კობა გვენეტაძემ პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისზე ისაუბრა

კობა გვენეტაძემ პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისზე ისაუბრა

access_time2021-11-23 14:00:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკურ და ფინანსური სტაბილურობის საერთაშორისო ფორუმში. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



ღონისძიება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC), საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა. მაღალი რანგის ფორუმი სოციალური ხარჯებისა და პოსტ-კოვიდური მზარდი სოციალური უთანასწორობის განხილვას დაეთმო.




ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნების ფინანსთა, ეკონომიკის, სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების მინისტრები, ასევე მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები. კობა გვენეტაძე ფორუმის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. სესიის მოდერატორი მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი და ცენტრალური აზიის სიღარიბისა და თანასწორობის პროგრამის ჯგუფის უფროსი, ვილიამ სეიცი იყო. მომხსენებლებმა ისაუბრეს COVID-19 - ის პანდემიით გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენებზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების ხარჯებზე.



„ეკონომიკასა და საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე COVID-19 - ის უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად, უაღრესად მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული ხელისუფლების კოორდინაცია. COVID-19 - ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. მოკლევადიან პერიოდში, პანდემიასთან დაკავშირებული ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებისკენ მიზნობრივად მიმართული ფისკალური პოლიტიკა მონეტარულ პოლიტიკას საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის აღდგენას და, ასევე, ინფლაციურ ზეწოლასაც გაანეიტრალებს. ორი პოლიტიკის კოორდინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენას და პოსტ-პანდემიური პერიოდის უთანასწორობის პრობლემას შეამსუბუქებს. ცენტრალური ბანკები უთანასწორობის პრობლემის მოგვარებას ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით უწყობენ ხელს, რისი მაგალითიც საქართველოა. ქვეყანაში მოსახლეობის ვალის ტვირთი წლების განმავლობაში იზრდებოდა. ამასთან, ტენდენცია აჩვენებდა, რომ ვალს ის ოჯახები იღებდნენ, რომელთა შემოსავლის დიდი ნაწილი ისედაც ვალის მომსახურებას ხმარდებოდა. ეს კი დაბალშემოსავლიან ოჯახებს დიდ ტვირთად აწვებოდა, რადგან სესხები რისკიანი იყო, საპროცენტო განაკვეთები კი - მაღალი. ამიტომ, ვალებით ზედმეტად გადატვირთვის რისკების შესამსუბუქებლად ჯერ კიდევ პანდემიამდე პასუხისმგებლიანი დაფინანსების რეგულაციები დავნერგეთ, რამაც კრიზისის პერიოდში შინამეურნეობების მოწყვლადობა შეამცირა და ფინანსური სტაბილურობის საფრთხეები მნიშვნელოვნად შეარბილა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up