კობახიძე უკრაინის სანქცირების ჯგუფის სიაში ივანიშვილის შეყვანას აბსურდულ თემას უწოდებს

კობახიძე უკრაინის სანქცირების ჯგუფის სიაში ივანიშვილის შეყვანას აბსურდულ თემას უწოდებს

access_time2022-09-05 23:55:21

უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებსაიტზე „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირების გამოქვეყნების შესახებ ჰკითხეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.



ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის აბსურდული თემა და მასზე კომენტარის გაკეთება არის არარელევანტური.

„ჩვენ მანამდეც გვახსოვს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების განცხადებები ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ ახალი არაფერია. მათი ერთ-ერთი ლიდერი, არახამია გამოდიოდა პირდაპირ ამ მოთხოვნით. სიახლე აქ არაფერია ამაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, საიდან, რა, როგორ ხდება, მაგრამ არც ამაზე გვსურს საუბარი. ზოგადად, ამ თემაზეც არ გვინდა კომენტარის გაკეთება. ზოგადად აბსურდია ეს ყველაფერი", - თქვა კობახიძემ.



სანქცირების ჯგუფი მსოფლიო მთავრობებს მოუწოდებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო სიაში შეყვანილ პირებს სანქციები დაუწესოს, მათ შორის, არის ბიძინა ივანიშვილი.







სიაში შეყვანილთა შორის არიან:



  • ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი;
  • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი;
  • უჩა მამაცაშვილის შვილი, ბიზნესმენი ტიტე მამაცაშვილი [სიაში მითითებულია, როგორც ტატე];
  • ქეთევან ხარაიძე, ბიზნესმენი და სიის თანახმად, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლი;
  • ირაკლი რუხაძე, ტელეკომპანია „იმედის" მფლობელი კომპანიის მესაკუთრე;
  • ბიზნესმენი დავით ხიდაშელი;
  • სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი, 1998–2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
  • ლევან ვასაძე, ბიზნესმენი, პარტია ერი-ს დამფუძნებელი;
  • საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე;
  • ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი;
  • ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე.



სიის გამოქვეყნებას გამოეხმაურა ხატია დეკანოიძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარე, 2015 - 2016 წლებში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი.



„უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო არის უკრაინის სახელმწიფო უწყება, რომელიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც არის გადაცემული და გავრცელებული უკრაინის სააგენტოს მიერ, რეალურად უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და მისი უახლოესი გარემოცვის ძალიან სერიოზულ კავშირებს და სქემებს რუსეთთან. ანუ უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს მთავარი ფუნქცია სანქციებთან მიმართებაში არის ის, რომ გამოავლინოს იმ ადამიანების ნუსხა და დაასანქციროს, მოახვედროს სანქციების ნუსხაში, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის ძალიან მძიმე მოვლენების და სამხედრო აგრესიის შემდეგ ხელს უწყობდნენ პუტინის რეჟიმს იმაში, რომ უკრაინაში რეალურად სამხედრო მოქმედებები ეწარმოებინათ, - განაცხადა დეკანოიძემ და განაგრძო, - მაშ ასე, დასანქცირებულია 15 ადამიანი. ჯერჯერობით უკრაინის პირველადი სანქციების და შემდეგ უკვე მე გეტყვით, როგორ გავრცელდება ეს საერთაშორისო პარტნიორების მიერ, გამოიყურება შემდეგნაირად: ბიძინა ივანიშვილი, მთავარი ოლიგარქი, რომელიც არა მხოლოდ ეჭვმიტანილი, არამედ დადასტურებულად არის სანქციების ნუსხაში იმიტომ, რომ იგი ეხმარება ასევე დასანქცირებულს საერთაშორისო მასშტაბით რუს ოლიგარქ ევტუშენკოვს, სიაში ასევე არიან: ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ალექსეი პოლტაშენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორძაევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე".




ევტუშენკოვსა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს კარგი ნაცნობობა აკავშირებით, 2022 წელს ინტერნეტში გავრცელდა მათი სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი, ერთ-ერთი ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და მას „ბორინკად“ მოიხსენიებს. უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მათ შორის საუბარი ორჯერ შედგა 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. მეორეში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან კორპორაცია „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტთან ალი უზდენოვთან შეხვედრას. საუბრის გარკვეული ეპიზოდები თავად ევტუშენკოვმა დაადასტურა.



13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევრუშენკოვს შეეხო ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები და მან დატოვა რუსული ჰოლდინგის „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი.



radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up