კოღოები და ტკიპები, ღამურებისა და ღორის ჭირის შემდეგ - რუსეთი საქართველოდან ახალ „საფრთხეს“ ასახელებს

კოღოები და ტკიპები, ღამურებისა და ღორის ჭირის შემდეგ - რუსეთი საქართველოდან ახალ „საფრთხეს“ ასახელებს

access_time2022-04-08 13:08:39

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა ოთხშაბათს, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებების გადამტანი კოღოების და ტკიპების მომრავლების შესახებ ისაუბრა. თუ აქამდე რუსეთში ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებას განიხილავდნენ „ბიოლოგიურ იარაღად“ ახლა კიროლოვი საუბრობს აშშ-ის მიერ შექმნილ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებსაც თითქოს დაავადების გადამტანი კოღოების გასავრცელებლად იყენებენ.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

კირილოვის განცხადებით: „ლუგარის ცენტრის დისლოცირების რეგიონში განსაკუთრებით უარესდება ვითარება გადამტანი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების თვალსაზრისით. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სახეობის კოღების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხერთში გვხვდებოდა, გავრცლების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, - მანვე დაამატა რომ სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში ყირიმ-კონგოს ცხელების აფეთქების მიზეზი გახდა ტკიპების გავრცელება.


კირილოვის თქმით, გადამტანებისთვის არატიპური, არეალის გაფართოების დინამიკა იძულებს ხდის ყურადღება მიაქციოს ამერიკის სააგენტოს მიერ გაცემულ პატენტებს და სავაჭრო ნიშნებს ბიოლოგიური იარაღის მიწოდებაზე.



საუბარია, ჰაერში დაავადებული მწერების გამავრცელებელი უპოლოტო საფრენი აპარატებისთვის გაცემულ № 8967029 პატენტზე. პატენტის აღწერაში მითითებულია, რომ ამ მოწყობილობის დახმარებით შესაძლებელია მოწინააღდეგის ჯარების განადგურება აშშ-ის სამხედრობისთვის რისკის გარეშე“,- მბობს კრილოვი და დაასკვნის, რომ საუბარია ქიმიური და ბიოლოგიური რეცეპტურისთვის საჭირო მასალის მოწოდებაზე. რაც მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის, უკონტაქტო განადგურების საშუალებას იძლევა. რაც, მისი სიტყვებით, ამერიკის „უკონტაქტო ომის“ კონცეფციას ემთხვევა. კირილოვის განცადებით ამგვარი მასალის მიწოდებით შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოს მე-4 კონვენციას არღვევს, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ.


იგორ კირილოვმა პრეზენტაციაც წარმოადგინა და ის ზარალი დათვალა, რომელიც რუსეთის ეკონომიკას ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებით მიადგა. მისი სიტყვებით რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული პირდაპირი ზარალი 100 მლნ დოლარზე მეტია, ირიბი ზარალი კი 500 მლნ დოლარს აღწევს.


კირილოვის თქმით, ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში 2007 წლიდან ფიქსირდება.


radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up