Coca-Cola Bottlers Georgia მომხმარებლებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ არანაირ ვიქტორინასა და გათამაშებას არ მართავენ.
კოკა-კოლას თქმით, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვირუსული ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც თაღლითურად ხდება მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპოვება:
“მოგახსნებთ რომ აღნიშნული ვებ გვერდი გახლავთ თაღლითური სქემა რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია კოკა კოლა არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას.
გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერ დანაშაულის შესახებ მიწოდებუია შინაგან საქმეთ სამინისტროს კიბერ დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება” – აცხადებენ კომპანიაში.