,,კოკიტოს“ საწარმოში ყოველთვიურად 500-600 პროდუქტი მზადდება

,,კოკიტოს“ საწარმოში ყოველთვიურად 500-600 პროდუქტი მზადდება

access_time2023-03-18 16:30:16

,კოკიტო“ ხის სათამაშოების ოჯახური ბიზნესია, რომლის უკანაც ქალი მეწარმეები, მარიკა გრიგოლიშვილი და ლალიკო გოგიბერიძე დგანან.

 

,,კოკიტოს“ მიზანი დასაწყისშივე ნათელი იყო — ქართველ ბავშვებს წვდომა ჰქონოდათ უსაფრთხო განმავითარებელ სათამაშოებზე, შემდგომში კი ეწარმოებინათ პროდუქცია საექსპორტო ბაზრისთვის. ასე შექმნა კომპანიამ მრავალფეროვანი სათამაშოები 0 დან 6 წლამდე ბავშვებისთვის, რომელთა შორისაა: ხის ცხენები, ასაწყობი კუბები, ფაზლები, მექანიკური სათამაშოები, უპედლო ველოსიპედები და სხვა.

 

,,კოკიტოს“ თითოეული მოდელი  შთაგონებულია მონტესორისა და ვალდორფის მიდგომებით და ბავშვებს  ნატიფი მოტორიკის ადრეულ ასაკშივე განვითარებასა და სენსორული არხების სტიმულირებაში ეხმარება.

 

,,სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, ჩვენ ყოველწლიურად ვმონაწილეობთ სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე გერმანიაში - Spielwarenmess. გამოფენის ფარგლებში ვითანამშრომლეთ გერმანელ კონსულტანტთან და ურთიერთობა დავამყარეთ გერმანულ ბრენდებთან“ - მარიკა გრიგოლიშვილი, ,,კოკიტოს“ თანადამფუძნებელი.


 

კომპანიას ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები აქვს 10-მდე გერმანულ კომპანიასთან, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებში ეძებენ პარტნიორებს. ,,კოკიტომ“ უკვე გააგზავნა კომპანიებთან  საცდელი ნიმუშები და რამდენიმე ცნობილი ბრენდის წარმომადგენელსაც უმასპინძლა საქართველოში.

 

,,კოკიტოს“ საწარმოში ყოველთვიურად 500-600 ერთეული პროდუქტი მზადდება, თუმცა დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ინტერესის გაზრდის შემთხვევაში, პროდუქციის რაოდენობის გაათმაგებას შეძლებენ.

 

,,ჩვენ ყოველდღიურად არ ვიშურებთ რესურსს  ბრენდის განვითარებისთვის, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და პროფესიულ განვითარებისთვის. ვფიქრობ, ჩვენი კომპანია მზადაა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე და გაცილებით უფრო პროფესიონალურად წარმოაჩინოს ბრენდის სახე როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო დონეზე“- მარიკა გრიგოლიშვილი, ,,კოკიტოს“ თანადამფუძნებელი.

 

 

აწარმოე საქართველოში



თეგები:
კოკიტო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up