აზიელმა კოლექციონერმა 16 მლნ ფუნტად (დაახლოებით 19,3 მილიონ დოლარად) ერთი კასრი იშვიათი შოტლანდიური ვისკი იყიდა, რაც უკვე მსოფლიო რეკორდი, იუწყება The Financial Times-ი.
აღნიშნული ალაოს ვისკი წარმოებულია 1975 წლის ნოემბერში, ისლეის კუნძულზე არდბერგის ქარხანაში.
გარიგების პირობების თანახმად, სასმელი კასრიდან ჩამოისხმება 88 ბოთლში და რეგულარულად მიეწოდება მყიდველს ხუთი წლის განმავლობაში.
Financial Times აღნიშნავს, რომ ვისკის ფასი მოიცავს ფარულ ხარჯებს, როგორიცაა შენახვა, დაზღვევა და ჩამოსხმა.
წინა რეკორდი იყო 1 მილიონი ფუნტი, თანხა, რომელიც ამერიკელმა კოლექციონერმა აპრილში გადაიხადა 1988 წელს წარმოებული Macallan შოტლანდიური ვისკის კასრში.