კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 671,5 ჰექტარით გაიზრდება

კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 671,5 ჰექტარით გაიზრდება

access_time2022-04-20 11:00:00

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებათა პროექტი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 671,5 ჰექტარით გაიზრდება და გახდება 44980 ჰექტარი. აქედან, სახმელეთო ფართობი გაიზრდება 196,5 ჰექტარით და გახდება 29 229 ჰა, ხოლო ზღვის აკვატორია გაიზრდება 475 ჰექტარით და გახდება 15751 ჰა.

„ეს გამოწვეულია პირველ რიგში იმით, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორია არის ზუთხისებრთა თევზის სახეობისთვის ბინადრობისა და გადაადგილების არეალი, შესაბამისად, ამ ტერიტორიების დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მით უფრო, როდესაც საუბარია საერთაშორისო კონვენციებით დაცულ სახეობაზე, რომელიც გადაშენების პირასაა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.

19 აპრილს გამართულ სხდომაზე კომიტეტმა მოისმინა „საქართველოში ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის“ თემაზე ჩატარებული მოკვლევის ანგარიში და მოკვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები დაამტკიცა.


კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება, არსებული რეგულაციების და პრაქტიკის ანალიზი და შესაბამისი სტრუქტურების მუშაობის შეფასება.

შესაბამისად, თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა მიღებული დასაბუთებული მოსაზრებები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა პოზიციები და ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელთა ანალიზის საფუძველზეც შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.

მაია ბითაძემ კოლეგებს გააცნო რეკომენდაციები, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების რეკომენდებული ვადები.

„ამ რეკომენდაციებმა შექმნა ჩარჩო იმისთვის, რომ გადაიდგას ახალი ნაბიჯები ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ ინერტული ნარჩენების მართვის მოკვლევის პროცესში.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა შემუშავებული რეკომენდაციების დამტკიცებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up