კოლხური ბზა, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა მაჭახელას ეროვნულ პარკში ისევ გამოჩნდა

კოლხური ბზა, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა მაჭახელას ეროვნულ პარკში ისევ გამოჩნდა

access_time2022-12-01 15:50:24

კოლხური ბზა, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა მაჭახელას ეროვნულ პარკში ისევ გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია პარკის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.


მაჭახელას ეროვნულმა პარკმა ბზის ახალი ნაზარდის ფოტო გამოაქვეყნა. „კოლხური ბზა სახეობა, რომელიც მაჭახელას ეროვნულ პარკში თითქმის გაქრა, მაგრამ უკვე ახალი ნაზარდები დაფიქსირდა 2019 წლის შედეგ პირველად“   ნათქვამია ფოტოს აღწერაში.


აღსანიშნავია, რომ კოლხურმა ბზამ საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში, რამდენიმე წელია,  ხმობა დაიწყო.


სამეცნიერო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები შექმნილ სიტუაციას ეკოლოგიურ კატასტროფად აფასებენ და სახეობის გადარჩენის ეროვნულ გეგმაზე თანხმდებიან, რაშიც მოსახლეობის ჩართულობასა და ცოდნაზე დამყარებულ მოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.



ეს კი იმ ფონზე ხდება, რომ ბზა ათასობით წლის წინ კოლხური ტყეების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა მოულოდნელად, 21-ე საუკუნის დასაწყისში კოლხური ბზა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.


კოლხური ბზა კავკასიის ენდემია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეობა ბუნებრივ გარემოში მხოლოდ ჩვენს რეგიონში იზრდება. კოლხური ბზის მნიშვნელოვანი კორომები იყო აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, რაჭაში.


კოლხური ბზის გაქრობის მიზეზად კი ორი მიზეზი სახელდება ესაა „ბზის სიდამწვრის“ სახელით ცნობილი სოკო და მეორე - პარაზიტი მწერი ბზის ალურა.


როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კოლხური ბზის კორომების განადგურებაში დიდი როლი შეასრულა ამ მცენარის დაავადებებმა, თუმცა ბზის რელიგიური და ყოფითი მნიშვნელობის გამო, მცენარეს ადამიანის ხელით არანაკლები ზიანი მიადგა.


აღსანიშნავია, რომ ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up