ქართულ ბანკებში დეპოზიტები 1 თვეში 606 მილიონი ლარით შემცირდა

ქართულ ბანკებში დეპოზიტები 1 თვეში 606 მილიონი ლარით შემცირდა

access_time2021-12-28 17:00:58

პანდემიის გავლენას ვერც საბანკო სექტორი გადაურჩა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა  1 თვეში 606 მლნ ლარით არის შემცირებული. მიზეზად საბანკო სფეროს სპეციალისტი, ,,ევროპის უნივერსიტეტის“  პრორექტორი  გოჩა თუთბერიძე პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემას ასახელებს, როგორიცაა შემოსავლების კლება და ცხოვრების ხარისხის გაუარესება, მაგრამ ამავე დროს არც სეზონური ფაქტორის გავლენას გამორიცხავს.



,,დეპოზიტების კლება არის უაღრესად ნეგატიური ფაქტი, რადგან ეს პროცესი დიდწილად დაკავშირებულია ფასების ზრდასთან, ცხოვრების გაძვირებასა და შემოსავლების კლებასთან, რასაც ადგილი აქვს პანდემიურ პერიოდში. ადამიანებს სჭირდებათ თავიანთი დანაზოგების გამოყენება, მით უმეტეს, საახალწლო პერიოდია და ამ დროს ხალხი სხვადასხვა შენაძენის გაკეთების მიზნით დანაზოგს ხარჯავს, უფრო აქტიურად იყენებს ფულს. შესაბამისად, დეპოზიტები მცირდება ხოლმე. როცა ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება, დეპოზიტების მოცულობაც მოიმატებს, თუმცა ჯერჯერობით ეს მარტივი მისაღწევი არ არის, რადგან  ყველაფერი ძვირდება, ინფლაცია 12%-ს აღწევს.  პანდემიის პირობებში  ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი და თავისთავად ცხადია, რომ ამან დეპოზიტების კლება გამოიწვია“, - აცხადებს თუთბერიძე.



მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ  კომერციულმა ბანკებმა დაკრედიტების პოლიტიკაში გარკვეული კორექტირება შეიტანონ, რაც დეპოზიტებზეც დადებითად აისახება, მაგრამ მყისიერ ზომებს ვერ გაატარებენ.



,,ბანკების მიერ შემუშავებული პოლიტიკა ითვალისწინებს გარკვეულ რისკებს, შესაბამისად, მყისიერი ცვლილება ვერ განხორციელდება. მეორეა რეგულაციები, რომელიც შემოაქვს ეროვნულ ბანკს. რა თქმა უნდა, ბანკებს  გარკვეულ პრობლემას უქმნის და აიძულებს თავიან პოლიტიკაში შეიტანონ გარკვეული ცვლილებები, რაც აიძულებს მოერგონ  რეგულაციებს.  ასეთ შემთხვევაში მოუწევთ გარკვეული კორექტივების შეტანა, მაგრამ მკვეთრი ცვლილება დაკრედიტების პოლიტიკაში არ მოხდება“, - აღნიშნა გოჩა თუთბერიძემ ,,კომერსანტთან“.




გარდა ამისა, თუთბერიძე ვარაუდობს, რომ მომავალ წელს კომერციული ბანკებისთვის დიდი გამოწვევა იქნება პრობლემური სესხები, რაც ნელ-ნელა გამოჩნდება მათ ბალანსში.  ამაში იგულისხმება ეკონომიკური ვითარების გაუარესების შედეგად ფასების ზრდა,  ასევე გაცვლითი კურსის მერყეობა და სხვა, რაც დიდი გამოწვევაა კომერციული საბანკო სისტემისთვის.



შეგახსენებთ, რომ  საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 2021 წლის პირველი დეკემბრისათვის 59.53 მლრდ ლარი შეადგინა. 



რაც შეეხება საბანკო სისტემაში არსებულ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 1 დეკემბრის მდგომარეობით, 35,750,000,000 ლარს შეადგენდა, რაც 1 ნოემბერთან შედარებით, 1.67%-ით (606 მლნ ლარით) ნაკლებია. თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს თანხა 0.08%-ით მეტია. 



ცნობისთვის, 2021 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

 

მარი ჩიტაია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up