2022 წლის აგვისტოში ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით 25%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეზე ჯერ კიდევ 1,9%-ით დაბალია უფსკრული ნელ-ნელა მცირდება.
2022 წელს პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით კომერციული ფრენების ზრდა ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში დაფიქსირდა, ესენია საბერძნეთი +5%-ით და ლუქსემბურგი +2%-ით.
კომერციული ფრენების რაოდენობა 2022 წლის აგვისტოში 596 930 იყო, 2021 წლის აგვისტოში — 478 996, 2020 წლის აგვისტოში — 324 538 და 2019 წლის აგვისტოში — 695 912 იყო.
ფრენების ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა სლოვენიაში (-42%), ლატვიაში (-39%) და ფინეთში (-31%).
გარდა ამისა, ევროკავშირის ზოგიერთ აეროპორტში დაფიქსირდა კომერციული ფრენების რაოდენობის ზრდა 2019 წელთან შედარებით. კომერციული ფრენების რაოდენობის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ნაპოლი, კაპოდიჩინოში (+1 156, +14%), კერკირა, იოანის კაპოდისტრიასში (+1 026, + 22%) და სანტორინი (+978, +30%).
შკალის მეორე ბოლოში, კომერციული ფრენების რაოდენობის ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ფრანკფურტში (-23%, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით), მილანის მაპლენსაში (-34%, 2019) და რომის ფიუმიჩინოში. (-8 018,-27%).
თაკო კვაჭანტირაძე