კომერსანტის ექსკლუზივი: გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი ლისზე ევროპულ სკოლას ააშენებს (რენდერები)

კომერსანტის ექსკლუზივი: გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი ლისზე ევროპულ სკოლას ააშენებს (რენდერები)

access_time2021-12-16 12:00:42

კომერსანტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) დაკვეთით სასწავლო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტი, რომელიც 26 099 კვ.მ. ტერიტორიაზე ხორციელდება, სკოლას და კამპუსს გააერთიანებს. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, არაკომერციული ორგანიზაცია დედაქალაქის მთავრობისგან ახლა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას ელოდება.






თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპული სკოლის შენობა 3 მიწისზედა და 1 მიწისქვეშა სართულისგან შედგება და მას 10 120 კვ.მ. დაეთმობა, ხოლო სტუდენტური საცხოვრებელი 2 500 კვ მ.-ზე აშენდება და 4-სართულიანი იქნება. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პროექტი ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების მაქსიმალური შენარჩუნების გზით მრავალფეროვანი ლანდშაფტური ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

 





მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ ტერიტორიის რელიეფური სირთულიდან გამომდინარე, ლანდშაფტურ გეგმარებითი პროექტი ძირითადად ტერასული ბაღების იდეას ეფუძნება და ზონები შესაბამისი ფუნქციონალური დატვირთვებით არის გამოყოფილი.


 




პირველი ზონა ცენტრალური შესასვლელია, რომლის ლანდშაფტურ არქიტექტურული პროექტი, არქიტექტორების აზრით, მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ლანდშაფტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ამავე ზონაში დაიდგმება ქანდაკება, რომლის კონტექსტიც, პროექტის ავტორების თქმით, სოციალური, ეროვნული და რელიგიური თანასწორობის იდეას გაითვალისწინებს.

 






მეორე ზონა სპორტული მოედნების მიმდებარე გამწვანებაა. მესამე ტერიტორია სკოლის შენობასა და სპორტულ მოედნებს შორის, მეოთხე სკოლის შენობის მიმდებარე გამწვანებაა, რომლის ლანდშაფტური გეგმარება ითვალისწინებს სკოლის პერიმეტრის გამწვანებას მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე შერეული ნარგავებით.

 


მეხუთე ზონა კაფეტერიის მიმდებარე ტერასის გამწვანებაა, ის კაფეტერიის ინტერიერის და ექსტერიერის ერთიანობის შექმნას და მისი ფუნქციის გაძლიერებას ეფუძნება.




 


მეექვსე ზონა სკოლის ცენტრალური შესასვლელია, რომელიც წარმოადგენს პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვანძს. შესაბამისად, საპროექტო ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი ესთეტიკური ღირებულების გაზრდის მიზნით კონცეპტუალურ პროექტში წარმოდგენილია გამწვანებული ჯიბეები.



მეშვიდე ზონა ტერასული ბაღებია. სწორედ აქ შემოდის ტერასული ბაღის კონცეფცია, გაჩნდა დამატებითი საყრდენი კედლები, რომლებიც შესაძლებელია მოეწყოს დეკორატიული გაბიონის საშუალებით.

 





მერვე ზონა  სათბური და მისი მიმდებარე გამწვანებაა და წარმოადგენს სათბურის კონცეფციის ექსტერიერში გადმოტანის იდეას. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საპილოტე მიწის ნაკვეთები, სადაც მოსწავლეები გამოიყვანენ როგორც ბოსტნეულის ჩითილებს, ასევე დეკორატიული მცენარეების ნერგებს.



მეცხრე ზონა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე გამწვანება, რომლის ლანდშაფტური გეგმარება ითვალისწინებს სკოლის პერიმეტრის გამწვანებას მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე შერეული ნარგავებით.

 


მეათე ზონა საერთო საცხოვრებელი ბლოკის სიახლოვეს მდებარეობს და მისი ფუნქციონალური დატვირთვა ითვალისწინებს სოციალური აქტივობების კომპონენტის გასაძლიერებელ, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე ბუნებრივ ელემენტებს რაც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ხეხილის ბაღების, სანელებლების ან/და მიკრო აგრო-ნაკვეთებით.


 




განმარტებითი ბარათის მიხედვით, მეთერთმეტე ზონა წარმოადგენს პასიური დასვენების ნაწილს, რომელიც ტერიტორიის განაპირას მდებარეობს, სადაც სარელაქსაციო დანიშნულების სივრცეების გაჩენაა შესაძლებელია (მაგ. მედიტაციის ზონა, იოგა და ა.შ).

 


დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე არსებული გამწვანება ძირითადად წარმოდგენილია ბუჩქოვანი მცენარეებით, რომელთა ესთეტიკური ღირებულება საკმაოდ დაბალია, გარდა ამისა, მათი 15% განეკუთვნება ტოქსიკურ მცენარეთა ჯგუფს, ამიტომ მნიშვნელოვანია ტერიტორიიდან მათი გატანა და ჩანაცვლება ნაკლებად ალერგიული და არატოქსიკური მცენარეებით. გარდა ამისა, ირკვევა, რომ კომპლექსის პერიმეტრზე განთავსდება ბუნებრივი ქარსაცავი ზოლი, რათა ტერიტორიაზე ოპტიმალური მიკროკლიმატი შექმნას.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up