„მსოფლიო ეკონომიკის გამოწვევები და საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება“ – ეს იქნება განხილვის თემა „კომერსანტის“ და „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის „კომერსანტის კვლევითი ინიციატივა“ პირველ ვებინარზე, რომელიც სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მედიაჰოლდინგის მმართველი პარტნიორის გიორგი აბაშიშვილის მოდერატორობით ჩაივლის.
ვებინარი პარასკევს, 13 მაისს, 18:00 საათზე დაიწყება.
ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო, კერძო და ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის: ვიქტორ ყიფიანი – ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, გელა ხანიშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან სილაგავა – ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და შალვა ფიფია – USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილე.