მედიაჰოლდინგმა „კომერსანტმა“ სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე, მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი ) გადაწყვიტა, რომ არ დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022 წ განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მოთხოვნა იყო ორი სახის, პირველი უკავშირდებოდა მათი აზრით იმ თითქოსდა ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფას, რომელიც გამოქვეყნდა „კომერსანტის“ საინფორმაციო პლატფორმაზე. მომჩივანი მხარე ინფორმაციის ცილისწამებად აღიარებას, სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნებას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.