„კომერსანტმა“ სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო

„კომერსანტმა“ სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ სასამართლო დავა მოუგო

access_time2021-12-16 14:00:00

სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ მედიაჰოლდინგ „კომერსანტთან“ სასამართლო დავა წააგო. მოსამართლემ კლინიკების ქსელის იურისტის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც მოულოდნელი არ ყოფილა „კომერსანტის“ იურისტის ამირან გიგუაშვილისთვის, რომელიც აცხადებს, რომ კლინიკის მენეჯმენტის სარჩელი აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო.

 

 

„ამ შემთხვევაში ევექსი კლინიკების მენეჯმენტს აბსოლუტურად უსაფუძვლო სარჩელი ჰქონდათ წარდგენილ და ცდილობდნენ რომ გარკვეული ზემოქმედება მოეხდინათ ჟურნალისტურ თავისუფლებაზე, რასაც სასამართლო არ დაეთანხმა და მიღებულ იქნა ობიექტური გადაწყვეტილება“, - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

 

 

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ მოთხოვნა იყო ორი სახის, პირველი უკავშირდებოდა მათი აზრით იმ თითქოსდა ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფას, რომელიც გამოქვეყნდა „კომერსანტის“ საინფორმაციო პლატფორმაზე. სტატიებში აღინიშნებოდა ის არაკვალიფიციურობა და პრობლემების მთელი სპექტრი, რომელიც ევექსის კლინიკების საქმიანობასთან იყო დაკავშირებული და კომერსანტისგან ითხოვდნენ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას 100 000 ლარის ოდენობით.

 

 

მომჩივნის აზრით, ამ თითქოსდა ცილისმწამებლურმა კამპანიამ, რომელიც მიმართული იყო მათი კლინიკების „რეპუტაციის დაზიანებისკენ“, დააზარალა მათი საქმიანი იმიჯი.

 

 


„ჩვენ თავშივე მიგვაჩნდა, რომ წარმოდგენილი სარჩელი იყო დაუსაბუთებელი. „კომერსანტი“ ყოველთვის ყველა სტატიაში ხაზს უსვამდა ობიექტურობის მაღალ სტანდარტს და ხარისხს, ასევე სთავაზობდა ევექსის კლინიკების მენეჯმენტს, რომ საკუთარი პოზიციები დაეფიქსირებინათ გამოქვეყნებულ სტატიებთან დაკავშირებით. პლატფორმა ყოველთვის ღია იყო იმ კონტრარგუმენტების წარმოსადგენად რაც გააჩნდა „ევექსი კლინიკების“ მენეჯმენტს, რომ საზოგადოებისათვის გაეცნო, რითაც მან არ ისარგებლა. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ ყველა სტატია, რაც გამოქვეყნდა, აკმაყოფილებდა ჟურნალისტური თავისუფლების ძირითად პრინციპებს, ასევე ობიექტურობის ხარისხს, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ჟურნალისტური საქმიანობისთვის და რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ამ ნაწილში ცალსახად მიგვაჩნდა, რომ არანაირი დამაჯერებელი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, რომ სარჩელი თუნდაც ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა“, - ამბობს ამირან გიგუაშვილი.

 

 

„კომერსანტის“ ადვოკატის აზრით, მოსამართლემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა პრიორიტეტია.

 

 

„გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ობიექტურად, კანონთან შესაბამისობაში და კიდევ ერთხელ ხაზგასმული იქნა, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული უფლება, რომელიც საზოგადოების მონაპოვარია და შეიძლება ვიღაცას არ სიამოვნებდე მის შესახებ რაღაცა ინფორმაციის საჯარო სივრცეში გამოქვეყნება, მაგრამ ყველას აქვს იმის შესაძლებლობა და მათ შორის „ევექსი კლინიკებსაც“ ჰქონდა მიცემული შესაძლებლობა რადიო კომერსანტისა და კომერსანტის ვებ-გვერდისაგან, რომ გამოეყენებინა ეს პლატფორმა მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად , რაც მათ არ განახორციელეს და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საფუძველი სარჩელზე უარის თქმისა სწორედ ესეც იყო“, - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

 

 

ადვოკატის აზრით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებს აზრს მოკლებულია და ამბობს, რომ „ქვეყანაში, სადაც ვიღაც ცდილობს, რომ სასამართლოს გზით ამოუკეროს პირი ჟურნალისტებს, ვინც არ უნდა იყოს ეს, იქნება კორპორაცია, იქნება სახელმწიფო ინსტიტუცია თუ ა.შ. ის აუცილებლად წააგებს ამ ბრძოლას“.

 

 

ცნობისთვის, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ „კომერსანტის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელში რამდენიმე სტატია მოიყვანა, მათ შორის „Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა“, რომელიც 2020 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.

 

 

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ სამეთვალყურეო სამჭოს თავმჯდომარე გიორგი სამუშია ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

„კომერსანტი“ ყოველთვის იცავს ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს. ჩვენ ვაშუქებთ ბიზნესსა და მთლიანად ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, კომერსანტის ეთერი და ვებ პლატფორმა ყოველთვის ღიაა ნებისმიერი ბიზნესისთვის, თავისი პოზიციის დასაფიქსირებად. საკითხის სიმწვავის მიუხედავად, ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია „კომერსანტის“ პლატფორმით სარგებლობა. ჩვენი ამ ღიაობით, სამწუხაროდ, არ ისარგებლა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ და სარჩელი სასამართლოში შეიტანა. პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა“, - აცხადებს გიორგი სამუშია.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up