კომფორტ ტაქსი: ტაქსის ძველი ტარიფით გამოძახებას ვეღარ შეძლებთ

კომფორტ ტაქსი: ტაქსის ძველი ტარიფით გამოძახებას ვეღარ შეძლებთ

access_time2021-09-02 09:00:00

ტაქსის მომსახურების გაძვირებულ ტარიფებს კომპანიები, პირველ რიგში, საწვავზე ფასის მატებას და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებენ. ამასთან, როგორც ისინი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავენ, ფასების მატება გაზრდილმა მოთხოვნამ, საცობებმა და ავტომობილის ნაწილების გაძვირებამაც განაპირობა.



„საბურავის ფასი გაიზარდა, გაძვირებულია ხუნდები, საწვავი და პირველ რიგში, ის თანხა გაიზარდა, რომელიც ადამიანს სჭირდება საკუთარი თავის და ოჯახის მომსახურებისთვის. სამომავლოდ, ფასები დამოკდებულია, თუ რა მსყიდველთუნრიანობა ექნება ფულს, ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა მიბმული. ადამიანი რომ ასხამდა 10 ლარის საწვავს და გამოიმუშავებდა 15 ლარს, ახლა ასხამს 18 ლარის საწვავს და ისევ იგივე 15 ლარს ხომ არ გამოიმუშავებს?! - უნდა გამოიმუშოს 23-25 ლარი, შესაბამისად უნდა გააძვიროს თავისი მომსახურება,“ - ამბობს კომპანია „200-200“-ის დამფუძნებელი, ნიკა ხოფერია.



„კომფორტ ტაქსის“ დამფუძნებელი ლევან თავართქილაძე სხვადასხვა სერვისისა და მომსახურების გაძვირება ტაქსების მომსახურებაზეც აისახა.




„ყველაფერი ძალიან გაძვირებულია, ამიტომ თქვენ ახლა ჩვენთან რომ დარეკოთ და გამოიძახოთ ტაქსი, ძველი ტარიფით არ მოვა მძღოლი, ამიტომ იძულებული გავხდით, მცირე დოზით მოგვემატებინა საფასური. მგზავრობის ტარიფი ყველგან არის მომატებული 50 თეთრით, ან 1 ლარით. თუ მანქანა წვავს 7 ლიტრს, ვიხდიდით დაახლოებით 14 ლარს, ახლა ვიხდით 21 ლარს და იგივე ტარიფით მომსახურება ფიზიკურად შეუძლებელი ხდება,“ - განმარტავს თავართქილაძე.



რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებულ შეზღუდვებს, როგორც კომპანიები განმარტავენ, სხვა ტიპის ტრანსპორტი ტაქსის მომსახურების ფასების ფორმირებაზე გავლენას არ ახდენს. სამომავლო ტარიფები კი ფულის მსყიდველთუნარიანობასა და საწვავის ფასის ცვლილებაზეა დამოკიდებული.



ამასთან, კომპანიების ცნობით, ტაქსის მძღოლების კვირაში ერთხელ, კოვიდ ტესტირების პროცესიც გრძელდება.



business-partner.ge



თეგები:
ტაქსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up