კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებაზე იმსჯელეს

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებაზე იმსჯელეს

access_time2022-06-01 00:00:00

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ გააცნო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



ცოტნე ყავლაშვილის ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 14.4 % შეადგინა. მარტში წლიური ინფლაციის დონე 11.8%-ია, ხოლო საშუალო ინფლაცია 11.7 პროცენტის დონეზეა. 2022 წლის მარტში 2021 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.1 პროცენტით გაუფასურდა და 3.1 ლარია 1 აშშ დოლარზე. პირველ კვარტალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 865.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 37.9%-ით მეტია; აქედან ექსპორტი 1 171.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს ხოლო იმპორტი 2 693.2 მლნ აშშ დოლარს.




„პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 20.8%-ს შეადგენს. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში აგრეთვე შედის თურქეთი (14.6%), ჩინეთი (12.0%), რუსეთი (9.9%) და აზერბაიჯანი (9.2%)“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.



მომხსენებლის ინფორმაციით, იანვრიდან მარტამდე საქართველოს 576.5 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 328.0 %-თ მეტია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 393.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ ხელი შეეწყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების მდგომარეობის შეფასების, ძეგლების რეაბილიტაცია/კონსერვაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებას; სპორტის სხვადასხვა სახეობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, სპორტის 50 სახეობაში დაფინანსდა 18 ეროვნული შეჯიბრების ორგანიზება და 38 საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობა, 55 სასწავლო-საწვრთნელი შეკრება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; „კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები“ პროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცა 852 სპორტსმენზე, მწვრთნელსა და საექიმო პერსონალზე; „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა სოციალური დახმარების“ პროგრამის ფარგლებში მატერიალური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 305-მა ვეტერანმა სპორტსმენმა და სპორტის მუშაკმა მიიღო დახმარება; სტიპენდიებით უზრუნველყოფილი იქნა 114 საქართველოს სახალხო არტისტი, სახალხო მხატვარი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ხოლო სოციალური დახმარებით - 21 ლიტერატურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; „ოლიმპიური ჩემპიონების სტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიები დანიშნული აქვს 125 სპორტსმენს.



კომიტეტებმა ცნობად მიიღეს სხდომაზე განხილული საკითხი.




თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up