კომპანია „აჭარაბეთის“ უპრეცედენტო 100 დღიანი გათამაშება, რომელიც 2020 წლის 8 მარტს დაიწყო დასრულდა. გათამაშება, 100-ი დღის განმავლობაში ყოველდღე იმართებოდა. ამ დრომდე, 300 ადამიანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელმაც მოიგო იაგუარის მარკის ავტომობილი და წილი 1.000.000₾-დან.
“აჭარაბეთი როგორც ინოვატორი კომპანია, მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით, ამჯერადაც გადავწყვიტეთ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი აქცია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნდა. 100 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ვათამაშებდით 3 პრიზს: იაგუარის მარკის ავტომობილს და წილს 1 მილიონი ლარიდან. ამ 100 დღის განმავლობაში გამოვიარეთ მსოფლიო პანდემია, კარანტინი, კომენდანტის საათი... თუმცა შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად აჭარაბეთის გათამაშება არ გაჩერებულა, ჩვენი ამოცანა იყო ამ რთულ დროსაც კი ყოველდღიურად გაგვეხარებინა ჩვენი მომხმარებელი და გვეთქვა გილოცავთ თქვენ მოიგეთ! .... 100 დღის განმავლობაში გვყავს 300 გამარჯვებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ვულოცავთ მათ გამარჯვებას და ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებთ“ - აცხადებენ აჭარაბეთში.
კომპანია „აჭარაბეთის“ შესახებ:
20 წელია adjarabet.com საქართველოში ონლაინ გართობის ადგილია, რომლის მიზანია დანერგოს ინოვაციური პროდუქტები და მუდმივად სიახლეები შესთავაზოს მომხმარებელს. კომპანიაში 800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და სარგებლობს იმ მნიშვნელოვანი ბენეფიტებით. აღნიშნულ სფეროში, საქართველო როგორც ქვეყანა საერთაშორისო სივრცეს სწორედ „აჭარაბეთის“ მეშვეობით შეუერთდა, შემდგომ კი კომპანიამ პროდუქტები და სერვისები საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე გაიტანა. დღეისათვის adjarabet.am – მეზობელი ქვეყნის ონლაინ გართობის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. უკვე წელიწადზე მეტია რაც adjarabet.com მსოფლიოს წამყვანი ონლაინ თამაშების კომპანია Flutter Group-ის ოჯახის წევრი გახდა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის.
(R)