სათბურის მარწყვის თვითღირებულებაში 70% ენერგომატარებლებს უკავია

სათბურის მარწყვის თვითღირებულებაში 70% ენერგომატარებლებს უკავია

access_time2022-04-15 12:00:37

სასათბურე მეურნეობა ,,აგროსფეისმა” წელს მარწყვის პირველი მოსავალი მიიღო. კომპანიამ ოპერირება 2020 წელს  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში დაიწყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მეწარმე  თენგიზ  სალუქვაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს,  მარწყვის წარმოების  იდეა პირველი ლოკდაუნის პერიოდში გაჩნდა, როცა პანდემიის გამო ვითარება გაურკვეველი იყო და ადგილობრივი ბაზრის მომარაგების მიმართულებით პრობლემა შეიქმნა.


სხვადასხვა სექტორში 30 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ  „აგროსფეისის“ ბრენდით განსხვავებული, მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება დაიწყო და პირველი მოსავალი დახლებზე უკვე გამოჩნდა.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

,,მარწყვის წარმოების დაწყებამდე ბაზარი საფუძვლიანად შევისწავლეთ.  მთავარი პირობა იყო, რომ გვეწარმოებინა პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იქნებოდა მოთხოვნადი და  ხარისხით იმპორტულს კონკურენციას გაუწევდა. აქცენტი „სან ანდრეასის“ ჯიშის მარწყვზე გავაკეთეთ, რომელიც სასარგებლო ხილია და გემური თვისებებით გამოირჩევა. ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, მაგრამ გატანაზეც ვფიქრობთ, უფრო ალბათ არაბეთის ქვეყნებში, მაგრამ ჯერ გაურკვეველი პერსპექტივაა. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ,,აგროჰაბში“, გუდვილისადანიკორასქსელებში, ხოლო სულ მალე იგი ყველა  ქსელური მაღაზიის დახლზე იქნება განთავსებული. ვფიქრობ, რომ მარწყვის წარმოებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით ბაზარზე არის გარკვეული პრობლემა, რაც ძირითადად ქვეყნის მწირი ეკონომიკური შესაძლებლობით არის განპირობებული.  წარმოებისა და ბიზნესის განვითარება ამ მხრივ დიდ გარღვევას მოახდენს. არა მარტო მარწყვს, ქვეყანაში ყველა აგრარულ პროდუქტს აქვს წარმოების დიდი პოტენციალი, მაგრამ ამისთვის მთავარი პირობაა ხელისშემშლელი ფაქტორები აღმოუფხვრას და ბიზნესს განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცეს“, - აცხადებს თენგიზ სალუქვაძე.


მისი თქმით,  პროდუქტი ჯერჯერობით მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზეც ფიქრობენ, ძირითადად არაბული ქვეყნების მიმართულებით.


,,წარმოების ზრდას ვგეგმავთ, რის შემდეგაც სერიოზულად დავიწყებთ ფიქრს პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გატანაზე.  ჯერჯერობით კი მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ვართ ორიენტირებული. ჩვენი მიზანია, რომ მარწყვი ვაწარმოოთ უწყვეტ ციკლში, რათა მისი მოხმარება  შესაძლებელი გახდეს  როგორც სეზონურ, ისე არასეზონურ პერიოდში. სამომავლოდ ექსპორტზეც ვიფიქრებთ, აქცენტს სავარაუდოდ არაბულ ქვეყნებზე გავაკეთებთ, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით მუშაობა არ დაგვიწყია, უფრო შორეულ პერსპექტივად განვიხილავთ, მანამდე ადგილობრივ ბაზარზე პოზიციები უნდა გავიმაგროთ და გავფართოვდეთ“, - ამბობს მეწარმე.



რაც შეეხება სასათბურე მეურნეობასთან დაკავშირებულ  გამოწვევებს, სალუქვაძე ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად ენერგომატარებლებზე მაღალ ხარჯს მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი წილი საბოლოო პროდუქციის თვითღირებულებაში 70%-მდეა, რაც აგროწარმოების განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.


ცნობისთვის,  სასათბურე მეურნეობა ,,აგროსფეისი“  5 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და წლიურად, 40 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი.


კომპანია სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი აგროსესხის“ ბენეფიციარია. ჯამურად, 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.


სათბურში ამ ეტაპზე 10 ადამიანია დასაქმებული.  






მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up