კომპანია “არემჯის” განცხადება

კომპანია “არემჯის” განცხადება

access_time2022-08-23 18:55:56

Rmg ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. კომერსანტი Rmg-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.


“გვსურს გამოვეხმაუროთ, დღეს,23 აგვისტოს, პარტია“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ, მედია საშუალებებით გავრცელებულ ე.წ. ინფორმაციას ჩვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ.


პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ნახსენები სატენდერო ტერიტორია 2011 წლიდან შედიოდა “არემჯის” სალიცენზიო არეალში. აღნიშნული ტერიტორია 2020 წელს სახელმწიფომ დაიბრუნა და აღარ არის “არემჯის” სტრატეგიული ინტერესის ნაწილი. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე.


ამასთანავე, აღნიშნულ მედია მიმართვაში რამდენჯერმე გაიჟღერა კომპანიის კავშირებზე ბატონებთან - ბიძინა ივანიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიას არ აქვს კავშირი აღნიშნულ პირებთან და ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, აღნიშნული გავრცელებული ინფორმაციაც არის სიცრუე.



რაც შეეხება “რუსულ ოქროსთან“ კავშირების თემას, ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები, რადგან “არემჯი” წლებია ოპერირებს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით. კომპანია სრულად გამჭვირვალეა, მათ შორის საბოლოო ბენეფიციარების ნაწილშიც.


ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის პოლიტიკურ პროცესებს. და მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ნუ გამოიყენებს ბიზნესს საკუთარი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.


საზოგადოებას კი შევახსენებთ, მთლიანი ჩვენი გუნდის - 3700 თანამშრომლის სახელით, რომ“არემჯი” აკეთებს ურთულეს ქართულ სამთო საქმეს. ჩვენ წლებია ვართ რეგიონის უმსხვილესი დამსაქმებელი, ვართ საქართველოს საექსპორტო ლიდერი და ამასთანავე, ვოპერირებთ მაღალი გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით “— წერია განცხადებაში.



თეგები:
rmg



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up