კომპანია „ბეკო“  საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

access_time2022-10-25 15:20:50

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი „ბეკო“ საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავს.


ქართულ ბაზარზე 25-წლიანი საქმიანობის  საიუბილეო თარიღს კომპანია მასშტაბური საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება და 700 სტუმარს, მათ შორის საჯარო პირებს, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. სტუმრებს საზეიმო პროგრამა და დაუვიწყარი საღამო ელით.


25 წლის იუბილე „ბეკომ“ სრულიად განსხვავებული, დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი ხაზის Beyond-ის პრეზენტაციით აღნიშნა. ახალი ხაზი მომხმარებელს მდგრად, მაღალეფექტურ, განსხვავებული დიზაინის, უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილ მიზნობრივ პროდუქციას შესთავაზებს. Beyond-ის  ხაზში გაერთიანებული ყველა პროდუქტი გამოირჩევა ახალი, ფუნქციური დიზაინის, უფრო ღრმა გაზქურებით, გაგრილების სისტემით, გლუვი ზედაპირებით, განიერი კარებით, პროდუქციის შენახვის გაუმჯობესებული სისტემით, ბრენდის DNA კი ერთი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდა - Live like a Pro (იცხოვრე პროფესიონალივით).


კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო, დღეს კი  „ბეკოს“ ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილი, 5 სერვის ცენტრი, 800 დასაქმებული ადამიანი და ასობით ათასი ერთგული მომხმარებელია.


მომხმარებელთა ნდობა კომპანიამ წლების განმავლობაში მომსახურების მაღალი დონით, ინოვაციური ტექნიკით, პროდუქციის ფართო ასორტიმენტითა და კადრების პროფესიონალიზმით მოიპოვა.  „ბეკოს“  ამ წარმატებულ საქმიანობას კი სტრატეგია  - იცხოვრე ჩემპიონივით! - აერთიანებს.



„ბეკო საქართველოს“ გენერალური დირექტორის მეჰმეთ მელექის თქმით, განვლილი 25 წლის განმავლობაში კომპანია ფეხდაფეხ მიჰყვებოდა საქართველოს განვითარებას, გადალახა არაერთი ეკონომიკური რყევა და ღირსეულად გაუმკლავდა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო გამოწვევებს.


„დღეისთვის ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცე, განვითარებაზე ორიენტირებულ და მომგებიან კომპანიას მასშტაბური მიზნებით, რომელიც საბიუჯეტო გადასახადებისა და დასაქმებულთა რაოდენობით ქართული ეკონომიკის განვითარების საქმეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ჩვენი მოღვაწეობა ემსახურება როგორც ორმხრივი სარგებლის შექმნას ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე  საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.


მისივე თქმით, კომპანია წლიდან წლამდე ვითარდება და ფართოვდება, თუმცა არ აპირებს მიღწეულზე გაჩერებას და მომავალში გაფართოებას, მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებასა და  სფეროში ინოვაციური მეთოდების დანერგვას გეგმავს.


„რა თქმა უნდა, წინ ამბიციური გეგმები გვაქვს და გვინდა, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს კიდევ არაერთი სიახლე შევთავაზოთ. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელისა და მომსახურების სერვის ცენტრების გაფართოებაა, რადგან მომხარებელს ყველა ქალაქში შეეძლოს ჩვენი პროდუქციითა და ხარისხიანი სერვისებით სარგებლობა. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშნელოვანია მომხმარებელს ბრენდების კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი და თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური პროდუქცია შევთავაზოთ. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ჩვენს მომხმარებელს, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენ გვირჩევს და „ბეკოს“ ხარისხის ერთგული რჩება“, - აღნიშნა მეჰმეთ მელექმა.


მისივე თქმით, გარდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამომხმარებლო ბაზარზე წამყვანი პოზიციებისა, კომპანია „ბეკო“ საქართველოში მრავალი სოციალური და ჰუმანიტარული პროექტის მონაწილეა  და კომპანია ამაყობს ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებით.


„ბეკო საქართველო“ ევროპაში ყველაზე დიდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტოპ 3 ბრენდს შორის დასახელებული „ბეკო გლობალის“ ღირსეული წარმომადგენელია. მსოფლიო მასშტაბით „ბეკო გლობალი“ 7 კონტინენტის 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 300 მილიონ მომხმარებელს ითვლის, აერთიანებს 12 ბრენდს და ჯამურად  40 000 თანამშრომელი ჰყავს.

 

 

 (R)



თეგები:
ბეკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up