კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მაკედონიაში, სკოპიეს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია განახორციელა

კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მაკედონიაში, სკოპიეს აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია განახორციელა

access_time2022-09-19 12:50:00

კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ მაკედონიაში, სკოპიეს აეროპორტის 2500 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია განახორციელა.



პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 5,5 მილიონი ევრო შეადგინა, კომპანიის მანქანა-მექანიზმებისა და ადამიანური რესურსის ჩართულობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში 45 ქართველი იყო დასაქმებული.



„ბლექ სი გრუპი“ 2005 წელს დაფუძნდა და დაარსების დღიდან, კომპანიის პარტნიორი და განვითარების მხარდამჭერი თიბისია. დაარსებისთანავე კომპანიის მიზანი ქვეყნის ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა და კეთილმოწყობა იყო. შედეგად, „ბლექ სი გრუპმა“, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, როგორებიცაა: თბილისის და ქუთაისის აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მოწყობა, ქუთაისის ავტობანის მშენებლობა, ბაკურიანში საბაგირო გზის - „კოხტას“ მშენებლობა, ახალი საბაგირო გუდაურში და სხვა. „ბლექ სი გრუპისა“ და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში, ამჟამად ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობა და ლისზე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.



„ბლექ სი გრუპის“ მფლობელობაშია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მობილური საწარმო–ტექნოლოგიური ბაზები, რომელთა მობილიზებაც, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერ რეგიონშია შესაძლებელი. კერძოდ: ასფალტის ქარხნები, სტაციონალური და მობილური ქვის სამტვრევი დანადგარები, ბეტონისა და მობილური ბეტონის ქარხნები, ბეტონის კონსტრუქციების ქარხანა, ბეტონის ნაკეთობათა, ქვაფენილისა და ბორდიურების საამქრო, სპირალური მილების საამქრო, ხარისხის კონტროლის შესამოწმებელი თანამეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია.




კომპანიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა პერსონალის მუშაობისა და დასვენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. სამუშაო ლოკაციებზე კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და საოფისე კემპები, ასევე კვების ობიექტები ფუნქციონირებს. კომპანიაში მოქმედებს ტექნიკური პერსონალის ტრენინგებისა და სწავლების ბაზა, სადაც თანამშრომლები და დამწყები სპეციალისტები სხვადასხვა სპეციალობას ეუფლებიან.



„კომპანია „ბლექ სი გრუპი“ 17 წელია აქტიურად ემსახურება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ წლების განმავლობაში, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება დამკვეთისთვის. სწორედ ამ მიდგომამ გაზარდა კომპანიის მომსახურებაზე მოთხოვნა და ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაშიც თიბისის როლი, როგორც ყველაზე სანდო ფინანსური პარტნიორის, უმნიშვნელოვანესია“, - გოგა კალანდაძე, კომპანია „ბლექ სი გრუპის“ დამფუძნებელი.



„ინფრასტრუქტურის სექტორს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ფორმირებაში დღეს ერთ-ერთი წამყვანი როლი უკავია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულება თიბისისთვისაც ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც მთელი ქვეყნისთვის. თიბისის მხარდაჭერით, ბოლო 2 წლის მანძილზე, ქვეყანაში ჯამში 570 კილომეტრი სიგრძის გზა, 51 კილომეტრი სიგრძის გვირაბი და 42 კილომეტრი სიგრძის ხიდი აშენდა. რაც შეეხება „ბლექ სი გრუპთან“ პარტნიორობას, 17 წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, დღემდე კომპანიისთვის ჯამში 1 მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დაფინანსება გვაქვს გაცემული, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის საქმიანობის ხარისხი იმდენად განვითარდა, რომ საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთ კომპანიასთან პარტნიორობა, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურას აუმჯობესებს და ქალაქებს შორის მიმოსვლას მარტივსა და კომფორტულს ხდის, რაც მნიშვნელოვნად ავითარებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.



NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up