"ჯიემის" ორგანიზებით , ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერიის მხარდაჭერით , ორივე ქალაქში , 25 -26 დეკემბერს საახალწლო - საშობაო ღონისძიებები გაიმართება . ჭიათურის ცენტრში სტუმრებისთვის რამდენიმე სივრცე მოეწყო:
საახალწლო ბაზრობა 12:00 - 19:00 საათი. ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. სანტა კლაუსის ჯადოსნური კუთხე და საჩუქრები პატარებს 13:00 - 15:00 საათი.
თითების თეატრის წარმოდგენა 14:00 - 15:00 საათი, სტუმრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე „თეატრი ჩემოდანი“ იზრუნებს .
დღის ბოლოს 17:00 - 19:00 საათი, ჭიათურის ცენტრი გრანდიოზულ საახალწლო კონცერტს უმასპინძლებს , სადაც საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება .
საახალწლო განწყობას თქვენთვის შექმნიან: ანსამბლი შვიდკაცა, კვარტეტი ჭიათურა, ნეკა სებისკვერაძე და Goofy land.
26 დეკემბერს , საღამოს 17:00 საათიდან , სიურპრიზებით სავსე საახალწლო კონცერტი ზესტაფონში გაიმართება . სტუმრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ : ჩვენი კვარტეტი , სოფო ხალვაში , ანსამბლი შვიდკაცა და Goofy land .
კომპანია “ ჯორჯიან მანგანეზი “ გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს და ჭიათურასა და ზესტაფონში საზეიმო ღონისძიებებზე გეპატიჟებათ .
(R)