კომპანია “ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროფკავშირებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროფკავშირებს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.

access_time2021-12-29 12:23:29

მხარეებს შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები სხვადასხვა ბენეფიტებით ისარგებლებენ. ერთობლივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს “ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

 

კოლექტიური შეთანხმება  2022 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში,  ხოლო კომპანიის ის თანამშრომლები, რომლებიც პროფკავშირების წევრები არიან ისარგებლებენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ბენეფიტებით.




კოლექტიური შეთანხმების თანახმად, სახელფასო ანაზღაურება ყოველი წლის დასაწყისში ინდექსაციით  განისაზღვრება. ასევე, წელიწადში 4-ჯერ გაიცემა  ფულადი პრემია  50 ლარის ოდენობით შემდეგ დღესასწაულებზე:   შობა,   აღდგომა,  მაღაროელის დღეს, 23-ი ნოემბერი (გიორგობა). ამასთან, ფულადი პრემია 500 ლარის ოდენობით გაიცემა დაქორწინების, შვილის შეძენისა და ოჯახის წევსი გარდაცვალებასთან დაკავშირებებით. პრემიასთან ერთად ასევე, კომპანია თანამშრომელს ჩუქნის  დამატებით დასვენებას - 6 კალენდარულ დღე.    კომპანია დეკრეტულ შვებულებაში მყოფ თანამშრომელს აუნაზღაურებს 60 კალენდარულ დღეს. 





შეთანხმება ითვალისწინებს, ღამის საათების ანაზღაურებას 1.2 კოეფიციენტით, ზეგანაკვეთური საათების - 1.3 კოეფიციენტით და უქმე დღეებში - 1.25 კოეფიციენტით. 

 

“პანდემიით შექმნილი სირთულეების მიუხედავად, კომპანიამ 2021 წელი მაქსიმალურად გამოიყენა იმისათის, რომ დასაქმებულთა შრომითი პირობები გაეუმჯობესებინა, აღნიშნული კოლექტიური შეთანხმებაც ამის დადასტურებაა. იმედი გვაქვს, რომ პროფკავშირებში ყველა თანამშრომელი გაწევრიანდება   და კომპანიაში დასაქმებულები სრულად ისარგებლებენ კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბენეფიტებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდექსაცია, სამომხმარებლო ფასების ცვლილების პირადპირპროპორციულად დასაქმებულის ანაზღაურების ცვლილებისა, იმსათვის, რომ სამომავლოდ ფულის გაუფასურება ტვირთად არ დააწვეთ ჩვენს თანამშრომლებს,“ განაცხადა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 



“ჯორჯიან მანგანეზში” 5 600 თანამშრომელია დასაქმებული, ხოლო პროფკავშირებში 3 825 მათგანია გაწევრიანებული.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up