კომპანია „ენსისი“ გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას ასრულებს

კომპანია „ენსისი“ გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას ასრულებს

access_time2021-09-30 15:05:00

გურჯაანს ოქტომბრიდან განახლებული ცენტრალური პარკი ექნება. პროექტს ახორციელებს კომპანია „ენსისი“, რომელმაც ახლახან თბილისის ცენტრში „დედაენის პარკის“ განახლება-რეაბილიტაციის პროექტი წარმატებით შეასრულა.


გურჯაანში ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 ჰა ფართობზეა გაშლილი. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, რეაბილიტირდა საზაფხულო კინოთეატრი და ამფითეატრი, აშენდა სპორტული მოედანი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, მოეწყო სხვადასხვა ფუნქციური ზონა. ასევე, იგეგმება ლანდშაფტის დამატებითი მცენარეებით გამდიდრება და პარკინგის მოწყობა.


„ენსისის“ გენერალური დირექტორის, გეგი ქელბაქიანის თქმით, პროექტი თავისი ფუნქციონალური დანიშნულებით სწორედ იმ ფასეულობებს პასუხობს, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.


„პარკი საუკუნეზე მეტი ხნისაა. ეს იყო შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის ადგილი. დღეს პარკს თავისი ისტორიული ფუნქცია უბრუნდება, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის და ასევე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. „ენსისისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, რადგანაც ის სრულ თანხვედრაშია იმ ფასეულობებთან, რაც კომპანიას აქვს და რაც პროექტების განხორციელებით ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს,“ - განაცხადა გეგი ქელბაქიანმა.



გურჯაანის პარკის გარდა, „ენსისის“ არაერთი მსგავსი, სხვადასხვა მასშტაბის პროექტი აქვს განხორციელებული - დედაენის პარკი თბილისში, დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, თბილისის რიყის პარკის კეთილმოწყობა, მზიურის პარკის რეაბილიტაცია, ორთაჭალის პარკის მშენებლობა, თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული და სანაპირო ზოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა.





(NS)


თეგები:
„ენსისი“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up