ტაქსი, საკურიერო მომსახურება და გადაზიდვები ერთ აპლიკაციაში - ახალი სატრანსპორტო პლატფორმა Just

ტაქსი, საკურიერო მომსახურება და გადაზიდვები ერთ აპლიკაციაში - ახალი სატრანსპორტო პლატფორმა Just

access_time2021-03-20 16:00:12

კომპანია JUMPO-მ სატრანსპორტო სერვისების ახალი აპლიკაცია Just-ის შექმნა დააანონსა. აპლიკაცია ამ ეტაპზე ოთხ ძირითად სერვისს  ტაქსს, დელივერს, საქალაქთაშორისო მგზავრობა/დამგზავრებას, ამანათების და მცირე ტვირთების გადაზიდვას აერთიანებს.


JUST-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებელი მოიძიებს სასურველ სერვისს პროვაიდერს. SMS-ის ან სატელეფონო ზარის საშუალებით აპლიკაციიდანვე დაუკავშირდება მას. სურვილის შემთხვევაში აპლიკაციაშივე შეძლებს შეკვეთა/ჯავშნის გაფორმებას და საბანკო ბარათის მეშვეობით საფასურის გადახდას. აპლიკაცია მომხმარებელს საფასურის ადგილზე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გადახდასაც სთავაზობს.


„კომერსანტი“ დეტალებისთვის Just- ის აღმასრულებელი დირექტორს კობა პატარიძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის რეორგანიზაცია მიმდინარეობს და მათი სურვილია JUST-ის JUMPO-ს პლატფორმისგან ცალკე კომპანიად გამოყოფა. მისივე თქმით, აპლიკაცია JUST-ი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალურ ბაზარზეა გათვლილი.


4 წელია რაც პლატფორმა Jumpo- ზე ვმუშაობთ და სატრანსპორტო სერვისების პროდუქტის შესაქმნელად მას ვიყენებთ, იტალიელებთან ერთად Jumpo- ს ბაზაზე შევქმენით ახალი პროდუქტი Just, ეს არის აპლიკაცია, სადაც ყველა სატრანსპორტო სერვისია გაერთიანებული.


ამ ტიპის სტარტაპი საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა, თავიდან იტალიელებთან ერთად ვაკეთებდით და ახლა სრულიად ქართულ რელსებზე გადმოგვყავს.



2-3 თვე აპლიკაცია სატესტო რეჟიმში იმუშავებს, იტალიაშიც გვყავს მძღოლების და პერსონალის გარკვეული კონტიგენტი და სამომავლოდ ნიუ-იორკში შესვლასაც ვგეგმავთ.


ამჟამად რეორგანიზაციის პროცესში ვართ, ინვესტორები უნდა დაგვემატოს, ასევე ვგეგმავთ ბევრ სიახლესაც.“ -  აღნიშნა კობა პატარიძემ.


პატარიძის განმარტებით აპლიკაცია Just – ს განსხვავებული მიდგომა და დაბალი საკომისიო გამოარჩევს. მისივე განმარტებით თუ ტაქსის მძღოლები სხვა კომპანიებს მოგების 35% უხდიან, Just- ის შემთხვევაში ეს გაცილებით ნაკლებია.



„ორმაგი სტანდარტით ვმუშაობთ, მძღოლსაც და მომხმარებელსაც თავისუფლებას ვაძლევთ, ჩვენთან იმდენად მცირე გადასახადია, რომ ფაქტობრივად გადასახადად არც ითვლება. ამ გადასახადს მძღოლი იხდის,  მომხმარებლისგან საკომისიოს იმ შემთხვევაში ვიღებთ, თუ იგი მგზავრობას აზღვევს.


როდესაც მგზავრობა დაზღვეული არ არის, ანუ წინასწარ არ გაქვთ მგზავრობის საფასური გადახდილი, შეიძლება ან თქვენ არ მიხვიდეთ, ან მძღოლი არ დაგხვდეთ ადგილზე. ამ ორ თავისუფლებას ვტოვებთ მძღოლმაც იცის, რომ ეს არის გაურკვეველი კლიენტი.


რაც შეეხება ე.წ. გადახდილ კლიენტს , რომელსაც წინასწარ აქვს თანხა გადახდილი ის აუცილებლად მივა და შესაბამისად ის თანხაც მძღოლამდე აუცილებლად მიდის, მძღოლიც ვალდებულია დახვდეს, იგივე სტანდარტი მოქმედებს გადაზიდვებზე და დელივერზეც - აღნიშნა კობა პატარიძემ.



პატარიძის განმარტებით, ამ ეტაპზე კაპიტალიზაციის შეფასება მიმდინარეობს და საინვესტიციო თანხა დაახლოებით ნახევარმილიონ დოლარს შეადგენს.  მისი თქმით, გლობალურ ბაზარზე კომპანიას დიდი ინვესტიციები სჭირდება და ამ საკითხზე ინვესტორებთან მოლაპარაკებაც მიმდინარეობს, რაც დაახლოებთ 2-3 თვე გაგრძელდება.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up