კომპანია ,,კერხერმა“  დასუფთავების დღისადმი მიძღვნილ აქციაში მიიღო მონაწილეობა

კომპანია ,,კერხერმა“ დასუფთავების დღისადმი მიძღვნილ აქციაში მიიღო მონაწილეობა

access_time2021-09-27 13:30:58

დასუფთავების მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, თბილისში დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც სახელმწიფო უწყების თანამშრომლებთან ერთად, კერძო სექტორიც აქტიურად მონაწილეობდა. მათ შორის, მსოფლიო ლიდერი დასუფთავების სფეროში, კომპანია „კერხერი“, რომელიც  მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა და საქართველოში არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული.



დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, კომპანიამ  სხვადასხვა წელს მოახდინა თბილისის ცნობილი  ისტორიულ-კულტურული ძეგლების დასუფთავება, რითაც ხელი შეუწყო  მათი პირვანდელი სახის შენარჩუნებას.

 


მათ შორის, 2021 წლის 22 სექტემბერს განხორციელებულდა საკმაოდ მასშტაბური პროექტი - თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ არსებული შადრევნის რეცხვა.

 


აღსანიშნავია, რომ  მსოფლიო დასუფთავების დღის იდეა 10 წლის წინ ესტონეთში გაჩნდა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 4% გამოვიდა გარემოს დასასუფთავებლად. სწორედ ამან მისცა დასაბამი მსოფლიო სამოქალაქო მოძრაობას Let’s Do It World, რომელმაც ქვეყნები გააერთიანა ერთი მიზნის გარშემო–შევინარჩუნოთ სუფთა გარემო.



დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აერთიანებს მილიონობით ადამიანს 150 ქვეყანაში, როცა ზრუნვის საგანია ერთი მიზანი -  პლანეტა დედამიწის გადარჩენა!



სწორედ ამ მიზანმა გააერთიანა კერძო და საჯარო სექტორები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები , საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა” პროგრამით „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III” შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საერთაშორისო კამპანიის Let’s Do IT საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ და CENN–ის პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II, (WMTR II), რომელსაც მხარს უჭერს USAID და სხვა, რომელთა საქმიანობაც სხვათათვის მაგალითის მიმცემია.


 


  საქართველოში ,,კერხერი“ ერთ-ერთი პირველია იმ ორგანიზაციებს შორის,  რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და გარემოს დაცვის საქმეში სერიოზული წვლილი შეაქვთ. დასუფთავების სფეროს ლიდერი კომპანიის ჩართვა კიდევ ერთი სტიმულია, რომ საზოგადოებას გარემოზე ზრუნვის მაგალითი მისცეს და  გავუფრთხილდეთ გარემოს.



,,კერხერის“  როლი  ამ შემთხვევაში იმითაც არის გამორჩეული, რომ იგი სექტორში არსებული გამოწვევების შეცვლას საკუთარი ნებით და რესურსით ემსახურება. ამით ქვეყანაში სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.


 

როგორც ცნობილია, კომპანია ,,კერხერი“ აწარმოებს დასუფთავების როგორც საყოფაცხოვრებო ასევე პროფესიონალური დანიშნულების დასუფთავების  აპარატებს.



,,კერხერი“ უკვე 100 წელზე მეტია რაც მსოფლიო ბაზარზე არსებობს.  საქართველოში კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა 2016 წლიდანაა.  



რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით ძეგლების წმენდის პროექტებს,  1980 წლიდან  ჩაეყარა საფუძველი და ჩამოყალიბდა როგორც ,,კერხერის“  კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა  მსოფლიო მემკვიდრეობის წინაშე.


 

ქართულ ბაზარზე კერხერი 3 მაღაზიითა წარმოდგენილი: თბილისში საბურთალო: ვაჟა-ფშაველას #4  დიღომი: აკაკი ბელიაშვილის #167. ბათუმში: ლუკა ასათიანის #51. თუმცა, აპარატების შეძენა კერხერის მომხმარებელს ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაშიც http://karchershop.ge -ზე  შუძლია.







(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up