კომპანია კერხერმა, რომელიც დასუფთავების ტექნიკის მსოფლიო ლიდერია, საქართველოში რიგით მეხუთე ფილიალი ზუგდიდში გახსნა. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის შემდეგ კომპანია ახლა უკვე ზუგდიდში სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციური პროდუქციის დიდ არჩევანს.
კერხერ-ცენტრი ზუგდიდის გახსნის ცერემონიალზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია, ასევე ბრენდის ბიზნეს-პარტნიორები და ერთგული მომხმარებლები.
ზუგდიდის კერხერ-ცენტრში, რომელიც მდებარეობს დ. აღმაშენებლის #6-ში, წარმოდგენილია კერხერის პროფესიონალური დასუფთავების ტექნიკა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ტექნიკა საოჯახო გამოყენებისთვის, და ასევე, აპარატების საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურების სერვისი.
მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ კერხერ-ცენტრ ზუგდიდს, გამოსცადონ თითოეული აპარატი და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია საჭირო პროდუქციის შესარჩევად.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბრენდი კერხერი მუდამ ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და პერიოდულად სთავაზობს მას ფასდაკლებასა და აქციებს.
(R)