სამშენებლო კომპანია “ლისა ჯგუფი” მომხმარებელს დეკორატიული ბეტონის იატაკის ევროპული ტექნოლოგიით მოწყობას სთავაზობს

სამშენებლო კომპანია “ლისა ჯგუფი” მომხმარებელს დეკორატიული ბეტონის იატაკის ევროპული ტექნოლოგიით მოწყობას სთავაზობს

access_time2021-12-02 15:55:21

სამშენებლო კომპანია ლისა ჯგუფი მომხმარებელს სხვადასხვა ფორმის და ფაქტურის დეკორატიული (ბეჭდური) ბეტონის იატაკის მოწყობას ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით სთავაზობს, როგორიცაა ქვის ფაქტურა, ხის ფაქტურა, ატეხილი ქვის ფაქტურა, ქვიშის ფაქტურა და ა.შ.



როგორც „კომერსანტს“ სამშენებლო კომპანია “ლისა ჯგუფის” დამფუძნებელმა ვაკო კუსრაშვილმა განუცხადა, კომპანიის ძირითადი მიმართულება დეკორატიული (ბეჭდური)  ბეტონის იატაკის გარდა, ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობა და მათი ბეტონის იატაკებით მოწყობა გახლავთ.



“ჩვენი ძირითადი მიმართულება ბეტონის ინდუსტრიული იატაკებია, რამაც განაპირობა ჩვენი გადასვლა ინდუსტრიულ მშენებლობებში. ბეტონის იატაკების მოწყობა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა. ჩვენ ასევე, მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც დეკორატიულ (ბეჭდურ) იატაკებს, ასევე სამრეწველო, ინდუსტრიულ და ეპოქსიდურ იატაკებ, ანუ მომხმარებელს იატაკების მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ. რაც შეეხება ინდუსტრიულ მშენებლობას, უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვასრულებთ ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებს, როგორიცაა, ავტოსერვისების, ქარხნების, სამაცივრე და შემნახველი საწყობების, ფარმაცევტული ბაზები, ღვინის ქარხნები, ასევე, ლაბორატორიების მშენებლობა“, - აღნიშნა ვაკო კუსრაშვილმა.



„ლისა ჯგუფს“ არაერთი წარმატებული პროექტი აქვს ბეტონის იატაკების მოწყობის კუთხით განხორციელებული. მათ შორისაა ქავთარაძის „გუდვილის“, „გალერეა დემასის“, „თელავის სასტუმრო რეზორტი ზუზუმბოს“, „ასკანელების ღვინის ქარხანის“, საცხოვრებელი კომპლექსის „მეტრაპარკის“, „ABF ალკოჰოლური სასმელების ქარხნის“, „საოჯახო მეღვნეობა მილდიანის“, ავჭალაში მდებარე „ტოიოტა ცენტრის“ ბეტონის იატაკებით მოწყობა, ასევე, ბათუმის ბულვარის დეკორატიული (ბეჭდური) იატაკის მოწყობა და სხვა მრავალი.




ამ ეტაპზე „ლისა ჯგუფი“ სოფელ ჯუღაანში კაკლის გადამამუშავებელი ქარხნის მშნებელობას და სოფელ ქესალოში სამაცივრე საწყობის მშენებლობას ასრულებს, მუშაობს „რუსთავის ავტოსერვისის“ მშენებლობაზე და კომპანია ჩართულია ისეთ დიდ პროექტებში, როგორიცაა ბათუმის ბულვარის რეაბილიტაცია.



როგორც ვაკო კუსრაშვილი აღნიშნავს, მათი სამომავლო მიზანი საქართველოს სამშენებლო ბაზარზე ლიდერ კომპანიად ჩამოყალიბებაა.




ჩვენი სურვილია, რომ ბაზარზე, როგორც სამოქალაქო, ისე ინდუსტრიულ მშენებლობაში, ლიდერი კომპანია ვიყოთ, რადგან მიგვაჩნია რომ საქართველო განვითარების ეტაპზეა და რადგან მსოფლიო ეკონომიკა მშენებლობებით მიდის წინ. ჩვენც ვცდილობთ, რომ მსოფლიო და ევროსტანდარტებს ფეხი ავუწყოთ, ვთანამშრომლობთ ევროპულ კომპანიებთან და ჩვენც მიზნად გვაქვს დასახული, რომ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ვიყოთ, არა მხოლოდ ქართველი პარტნიორებისთვის, არამედ უცხოელი პარტნიორებისთვისაც, ვინც საქართველოში შემოვა, - აღნიშნა ვაკო კუსრაშვილმა.

 


კომპანია „ლისა ჯგუფის“ სახელით 2020 წელს დარეგისტრირდა, თუმცა სამშენებლო ინდუსტრიაში 2006 წლიდან აქტიურად არის ჩართული.

 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up