Magticom-მა მომსახურების პაკეტები შეცვალა. ამის შესახებ მომხმარებლებს კომპანიისგან მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაეგზავნათ. ფასის ცვლილება შეეხო ერთ თვიან ულიმიტო 25 ლარიან პაკეტს და ინტერნეტ პაკეტებს.
“გაცნობებთ, რომ 10.02.2022-დან ულიმიტო ინტერნეტის აქციებზე იმოქმედებს შემდეგი ტარიფები: ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე - 1.5 ლარი ულიმიტო ინტერნეტ კვირა - 7 ლარი“, - წერია მაგთიკომის მიერ გამოგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.
მაგთიკომის გამოგზავნილ მეორე შეტყობინებაში წერია რომ, მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ ერთ თვიანი ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს.
“გაცნობებთ, რომ 10.02.2022 - დან კოდებზე 2525 ან 2552 დარეკვით გააქტიურდება კოქტეილი 30, ამავე თარიღიდან აღარ იქნება შესაძლებელი კოქტეილი 25 - ის აქტივაცია“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.