კომპანია ,,მარტვილის წყალი“ აუქციონზე გაიყიდა

კომპანია ,,მარტვილის წყალი“ აუქციონზე გაიყიდა

access_time2021-09-20 16:40:16

სასამართლო დავის გამო ,,მარტვილის წყალი“ აუქციონზე გაიყიდა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ლაშა ნაჭყებია განმარტავს, სენაკის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. მიმდინარე წლის მარტში ქონება აღსრულების ბიუროს გადაეცა, ივნისში კი გაიყიდა.



როგორც ნაჭყებიამ „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, კომპანიამ წარმოება 2016 წელს შეაჩერა, მიზეზი სენაკის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც შპს „მარტვილის წყალს ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონება დაუყადაღდა.



მისივე ინფორმაციით, შპს-ს 50%-ს საქართველოს საპატრიარქო ფლობდა, 25%-ს - ავთანდილ ჯანაშია, დანარჩენი 25%-ის მფლობელი კი დავით ბუაძე იყო, რომელიც თავის მხრივ მომჩივან მხარეს წარმოადგენდა და რომელმაც საბოლოოდ კომპანია იყიდა.



ნაჭყებიას თქმით, დავის საგანს წარმოადგენდა 610 000 დოლარი, რომლის ანაზღაურებასაც ბუაძე კომპანიისგან ითხოვდა.




„სასამართლომ გაამართლა ბუაძე და ჩვენ, ანუ კომპანიას დააკისრა დასახელებული თანხის გადახდა. გამომდინარე იქიდან, რომ შპს-მ ვერ შეძლო თანხის გადახდა, ქონება აღსრულების ბიურომ აუქციონზე გაყიდა. ამით მოხდა, კრედიტორებისთვის პასუხის გაცემა. კომპანიის ქონება ერთ-ერთმა მომჩვანმა დავით ბუაძემ იყიდა, რომელმაც ახლა  შპს-ს სახელი შეუცვალა,“ - აცხადებს ნაჭყეპია.



მისი ინფორმაციით, ამჟამად ქარხანა გაჩერებულია და არ მუშაობს.



ცნობისთის, საქართველოს წყლის ბაზარზე შპს „მარტვილის წყალი 2010 წელს შეიქმნა, თუმცა პროდუქციის წარმოება 2015 წლის ბოლოდან სატესტო რეჟიმში დაიწყო, ამავე წლის მაისიდან წარმოება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროდუქცია იყიდებოდა ადგილობრივ ბაზარზე, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ექსპორტის მიმართულებითაც.

 

ქარხანა მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე ყველაზე ღრმა 300 მეტრის ჭაბურღილია, რომელიც 1971 წელსაა გაკეთებული, თუმცა წყლის მარაგი და ხარისხი უცვლელია. სასმელი წყალი „მარტვილი ანტიალერგიული თვისებებით ხასიათდება.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up