ამერიკული კომპანია „მერკის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო აბები ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს ნახევარჯერ ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ კომპანია „მერკის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ცნობით, აშშ-ის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ჯანდაცვის უწყებებისგან „მერკი“ აბების გამოყენებაზე ავტორიზაციას მოითხოვს.
როგორც მედია წერს, „მერკის“ მედიკამენტი იქნება პირველი აბი, რომელიც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სამკურნალოდ იქნება გამოყენებული, რაც პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება. „მერკის“ და მისი პარტნიორის, „რიჯბექ ბიოთერაპევტიქსის“ მიერ შექმნილი მედიკამენტი სახელწოდებით, „მოლნუპირავირი“ „კოვიდ-19“-ის სიმპტომებიდან ხუთ დღეში 50 პროცენტით ამცირებს გართულებებს.
კვლევები 775 ზრდასრულ ადამიანში ჩატარდა, რომლებიც სიმსუქნის, დიაბეტის და გულის დაავადებების გამო მაღალი რისკის ზონაში იყვნენ. ადრეული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატი არაეფექტურია იმ პაციენტებში, რომლებიც მძიმე დაავადებებით უკვე საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი.
1tv.ge