კომპანია Neuralink მომავალი წლიდან ადამიანის ტვინში მიკროჩიპის ჩანერგვაზე დაიწყებს მუშობას

კომპანია Neuralink მომავალი წლიდან ადამიანის ტვინში მიკროჩიპის ჩანერგვაზე დაიწყებს მუშობას

access_time2021-12-26 15:00:24

მილიარდერმა ინჟინერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია Neuralink მომავალი წლიდან ადამიანის ტვინში მიკროჩიპის ჩანერგვაზე დაიწყებს მუშობას. 

Neuralink ბიოტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც ლონ მასკმა, მაქს ჰოდაკთან ერთად, 2016 წელს დააფუძნა. კომპანიის მთავარი მიზანი ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების დახმარებაა. Neuralink მუშაობს ისეთი მიკროჩიპების შექმნასა და დახვეწაზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ნეირონების სტიმულირება. ეს საშუალებას მისცემს ნევროლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებს, რომ კიდურების გამოყენების გარეშე, ტვინის მეშვეობით მართონ სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა. 

თავდაპირველად, მასკი ჩიპების ადამიანებზე გამოცდას 2020 წლის ბოლოს გეგმავდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ამის გადადება მოუხდა. Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მილიარდერმა განაცხადა, რომ 2022 წელს კომპანიამ შესაძლოა დაიწყოს მიკროჩიპების ადამიანების თავის ტვინში იმპლანტაცია, თუმცა, ამისათვის საჭიროა FDA-ს (Food and Drug Administration) თანხმობა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩიპების ადამიანებზე გამოცდა ჯერ არ დაწყებულა, Neuralink წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ჩიპების იმპლანტაციაზე ცხოველების ტვინში. 2020 წლის ზაფხულში გავრცელდა ვიდეო, სადაც Neuralink-ის ჩიპის ტესტირება პირველად ღორის თავის ტვინზე განხორციელდა. მიმდინარე წლის აპრილში ინტერნეტსივრცე მოიცვა მაიმუნის ვიდეომ, რომელიც კომპიუტერში პინგ-პონგს თამაშობდა და ამისათვის მხოლოდ გონებას იყენებდა, რასაც Neuralink-ის ჩიპის საშუალებით ახერხებდა.  

Wall Street Journal-თან ინტერვიუში მასკს ჩიპის მაიმუნებზე გამოცდის ეფექტურობაზეც დაუსვეს კითხვა. მილიარდერის განცხადებით, მაიმუნებზე ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს და კომპანია მუშაობს იმის დასადასტურებლად, რომ ჩიპი უსაფრთხო და სანდოა, მისი ამოღება კი გართულებების გარეშეა შესაძლებელი. 


მიკროჩიპის საშუალებით, ტვინის ნეირონებს ექნებათ ნებისმიერ კომპიუტერულ სერვისთან დაკავშირების შესაძლებლობა. შესაბამისად, როცა ადამიანი იფიქრებს ხელის ან ფეხის მოძრაობაზე, მიკროჩიპი მოახდენს ამ ფიქრების კოდირებას და Bluetooth-ის საშუალებით გაუგზავნის მას ელექტრონულ მოწყობილობას. როგორც Neuralink-ის საიტზე ვკითხულობთ, დროთა განმავლობაში ადამიანები ისწავლიან მოწყობილობების „ვირტუალური მაუსით“ კონტროლირებას. ტექნოლოგიის გაუმჯობესებასთან ერთად კი, შესაძლებელი გახდება ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის, მათ შორის კლავიატურისა და ჯოისტიკის კონტროლი. 



წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up