კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანზე ინსპექტირების 5 ანგარიში მოამზადა, შავ სიაშია

კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანზე ინსპექტირების 5 ანგარიში მოამზადა, შავ სიაშია

access_time2022-10-15 15:00:59

ვაკის პარკის შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2021 წლის ნოემბრიდან 22 წლის სექტემბრამდე 6 ინსპექტირების ანგარიში არსებობს - მათგან 5 "სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს" ეკუთვნის. 2016 წელს რეგისტირებული კომპანია 2022 წლის აპრილში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შავ სიაშია შეყვანილი, ტენდერის მოსაგებად ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.


სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 420 000 ლარის ღირებულების ტენდერში 2022 წლის თებერვალში ექსპერტად წარადგინა ადამიანი, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ შესყიდვით ეძებდა კომპანიას, რომელიც ინფრასრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობა უნდა გაეწია. ის გარემოება, რომ ტენდერში მონაწილე კომპანია სახელმწიფოს გარდაცვლილი ექსპერტით სთავაზობდა მომსახურებას, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შესყიდვების სააგენტოსთვის ცნობილი გახდა სამსენებლო ექსპერტიზის ბიუროს კონკურენტი კომპანიის საჩივრით.


კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ამირანაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს შავ სიაში შეყვანა არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ბოლო, 29 აგვისტოთი დათარიღებული ინსპექტირების ანგარიში სხვა კომპანიამ, მშენ ექსპერტმა შეასრულა.


ეგ რა შუაშია” - გვითხრა მან, როცა ვკითხეთ 2022 წლის თებერვალში შავ სიაში მოხვედრა იყო თუ არა მათი ჩანაცვლების მიზეზი და განგვიმარტა, რომ ხელშეკრულებას მათთან საექსპერტო მომსახურებაზე არა მერია, არამედ მერიის კონტრაქტორი კომპანია, “გრინსერვის+”-ი აფორმებდა ყოველი ინსპექტირებისთვის ცალ-ცალკე.



ეგ გრინსერვისთან უნდა გაარკვიოთ [რატომ აღარ გააფორმა სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროსთან ხელშეკრულება]” - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ამირანაშვილმა.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის შავ სიაში კომპანია ერთი წლის ვადით ხვდება - ამ დროის გასვლის შემდეგ მას კვლავ შეუძლია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა.


ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის სამუშაოების შემოწმებაში ჩართული იყო სამი ორგანიზაცია: თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო და მშენ ექსპერტი. ამ უკანასკნელს ეკუთვნის ბოლო, 29 აგვისტოთი დათარიღებული ინსპექტირების ანგარიში, 533 გვერდიანი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მერიამ მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა გრინსერვისთან და შესრულებული სამუშაოები გადაიბარა.


13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 


წყარო: რადიო თავისუფლება





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up