კომპანია „სანტეს“ განცხადება

კომპანია „სანტეს“ განცხადება

access_time2020-07-20 14:00:35

კომპანია სანტეს ირგვლივ დაწყებული სამართლებრივი დავა გრძელდება. საქმე ეხება გარკვეული დემონტაჟის სამუშაოების შესრულებას, რომლისთვისაც კომპანიას ხელშეკრულება ინდმეწარმესთან ჰქონდა გაფორმებული. საკითხს კომპანია „სანტე“ სპეციალური  განცხადებით ეხმაურება. როგორც სანტეს იურისტის, გიორგი გეწაძე განმარტავს, კონტრაქტორი კომპანიების მხირდან დაქირავებულ სუბიექტს, ზურაბ ხაბულიანს აქვს მცდელობა, ზეწოლა მოახდინოს კომპანია „სანტეზე“ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. „კომერსანტი“ კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„კომპანია სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებმა, სხვადასხვა დემონტაჟთან დაკავშრებული სამუშაოების შესასრულებლად, ხელშეკრულება გააფორმა ინდივიდუალურ მეწარმესთან- გოჩა ოდოშაშვილთან, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა თავის მიერ დაქირავებული სუბიექტის- ზურაბ ხაბულიანის მეშვეობით, აღნიშნულ პირს შემოსავალი უნდა მიეღო დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალის რეალიზაციით.

 

სანტეს კონტრაქტორის დაუდევრობის შედეგად მის მიერ დაქირავებულმა სუბიექტმა- ზურაბ ხაბულიანმა,  დაიწყო ისეთი შენობის დემონტაჟი, რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა არც ხელშეკრულებით და არც სხვა საკომუნიკაციო საშუალებით. შეცდომის შედეგად ზურაბ ხაბულიანმა და მის მიერ მოყვანილმა რამდენიმე მუშამ, დაიწყო ისეთი შენობის ნგრევა, რომელიც არ წარმოადგენდა კომპანია სანტესთან დადებული კონტრაქტის საგანს. აღნიშნულმა ჯგუფმა იმუშავა რამდენიმე დღე, მათ დაანგრიეს საწყობის უკან მდებარე ფარდული და მოამზადეს ტერიტორია ნგრევითი სამუშაოებისთვის, თუმცა კომპანია სანტეს მხრიდან დროულად იქნა აღმოჩენილი კომუნიკაციაში უზუსტობა და შეაჩერებინა კონტრაქტორს სამუშაოები მისი მხრიდან ძირითადი შენობის დემონტაჟის დაწყებამდე. ზურაბ ხაბულიანისა და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული რეალური სამუშაოს ღირებულება შეადგენს დაახლოებით 5000 ლარს. სანტეს კონტრაქტორი, ი/მ გოჩა ოდოშაშვილი, მზადაა მის მიერ დაქირავებული სუბიექტის მუშახელს გადაუხადოს გაწეული სამუშაოს საფასური, თუმცა ზურაბ ხაბულიანისთვის ეს შეთავაზება არ არის საკმარისი და ცდილობს ცილისწამების და მედიისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, მოახდინოს კომპანია სანტეზე ზეწოლა და მისგან მიიღოს პირადი ფინანსური სარგებელი, 50000 ლარის ოდენობით, რაც არაპროპორციულია მის მიერ რეალურად განხორციელებული სამუშაოების.

 


კონტრაქტორის მხრიდან დაქირავებულ სუბიექტს- ზურაბ ხაბულიანს, აქვს მცდელობა ზეწოლა მოახდინოს კომპანია სანტეზე და საკუთარი ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით აიძულოს კომპანია განახორციელოს, სანტეს საკუთრებაში არსებული შენობის, უკანონო დემონტაჟი,  მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სუბიექტის- ზურაბ ხაბულიანის, პრეტენზიები შპს სანტე-თი ემ-თი პროდუქტების მიმართ, არის უსაფუძვლო და არალოგიკური, მან უკანონოდ მოახდინა კომპანიის შესასვლელის პიკეტირება და ამას გარდა კომპანიაზე დამატებითი ზეწოლის მოხდენის მიზნით, ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს სანტეს მიმართ და ამით შეცდომაში შეჰყავს, როგორც მედია საშუალებები ასევე ქართველი საზოგადოება. კომპანიაზე ზეწოლის განხორციელებას აქვს მთავარი მოტივი, რომ ამ სუბიექტმა მიიღოს პირადი ფინანსური სარგებელი პროცესებიდან, რაშიც მას ეხმარება პოლიტიკური პარტია „ქართული არჩევანი“. 

 

კომპანია სანტემ მიმართა საგამომძიებლო სამსახურს, ამ დროისთვის საქმე აღძრულია უკანონო დემონტაჟთან დაკავშირებით და აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა. კონტრაქტორი გოჩა ოდოშაშვილი აღიარებს მის მიერ მიყენებულ ზიანს კომპანიისადმი და მზადაა აუნაზღაუროს სანტეს უკანონო დემონტაჟით გამოწვეული ფინანსური ზიანი, რაც შეადგენს 7000 ლარს.

 

სანტე გამორიცხავს მისი მხრიდან რაიმე ვალდებულების შეუსრულებლობას და აღნიშნულ საქმეში წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებულ მხარეს, რომელმაც მიიღო ფინანსური ზიანი დაქირავებული კომპანიის მხრიდან განხორიციელებული უკანონო ქმედების შედეგად.

 

სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები, 22 წელზე მეტია უმსხვილესი რძის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელშიც დღესდღეობით 500-მდე ადამიანია დასაქმებული. ამასთან ერთად, კომპანია სტაბილური შემოსავლის წყაროს უქმნის 2000-მდე ფერმერულ ოჯახს საქართველოში, რომელთაგანაც სანტე ყოველწლიურად მილიონობით ლიტრ რძეს იბარებს პროდუქციის დასამზადებლად“, განმარტავენ კომაპნიაში.


R


თეგები:
სანტე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up