ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადგილზე თანამედროვე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება - რას ითვალისწინებს მერიაში წარდგენილი პროექტი

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადგილზე თანამედროვე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება - რას ითვალისწინებს მერიაში წარდგენილი პროექტი

access_time2023-01-30 12:15:55

კომპანია „თბილისი მოლი“ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადგილზე თანამედროვე სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავს.

 


კომპანიამ მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი შესათანხმებლად დედაქალაქის მთავრობას უკვე წარუდგინა. მერიამ პროექტს გაეცნო, თუმცა კომპანიისთვის ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ უცნობებია, რადგანაც საქმის სირთულიდან გამომდინარე დამატებითი ვადა ბევრჯერ ითხოვა. ბოლო აქტით, მერიის არქიტექტურის სამსახურმა განცხადების ადმინისტრაციული წარმოების ვადად 10 თებერვალი განსაზღვრა.



ირკვევა, რომ მრავალფუნქციური შენობის დაპროექტებაზე კომპანია „გურგენიძე არქიტექტურამ“ იზრუნა.



პროექტის თანახმად, წინამძღვრიშვილის ქ.#135 მდებარე მიწის ნაკვეთზე მოიაზრება ორ სართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. შენობა მიეკუთვნება IV კლასს. პროექტი დამუშავებულია საქართველოს მთავრობის #255 დადგენილების მიხედვით. შენობა ტემპერატურულ-სეისმური ნაკერით დაყოფილია ორ დამოუკიდებელ, კონსტრუქციულ ნაწილად. საძირკველი არის მონოლითური რკინაბეტონის ცალკე მდგომი, წერტილოვანი. კონსტრუქციულად შენობა გადაწყვეტილია რკინაბეტონის სვეტებით, კოჭებით, გადახურვის ფილა სტანდარტული-კარკასულ-ჩარჩოვანი. შენობის აბსოლუტური ნული არის +414.50.




ინტერიერში გათვალისწინებულია კომერციული ფართების მოწყობა. ასევე შენობას შუა ნაწილში გააჩნია ატრიუმი. ფასადზე გამოყენებულია ალუმინის ვიტრაჟები, დეკორატიული ბეტონი, ალუმინის პროფილები და კომპოზიტური პანელი. პროექტი შესრულებულია 41 დადგენილების და მისაწვდომობის სტანდარტის შესაბამისად.




იმის დასადგენად, პროექტის განხორციელების დროს წარმოებული სამუშაოები 20,00 მეტრის რადიუსში მდებარე შენობა-ნაგებობებზე მოახდენდა თუ არა რაიმე სახის ზემოქმედებას, ანგარიში კომპანიამ „ოპტიმუსი“ მოამზადა. კომპანიამ საბოლოო დასკვნაში ჩაწერა, რომ წინამძღვრიშვილის ქ.N135-ში სავაჭრო კომპლექსის ასაშენებლად სამუშაოების ჩატარება მიზანშეწონილად მიაჩნია.





„დაგეგმილი სამუშაოების ლოკაციის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე, 20,00 მეტრის რადიუსში მდებარე შენობა-ნაგებობებზე, უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს. მიწის ნაკვეთი მდგრადი გეომორფოლოგიური შემადგენლობისაა და ქვაბულის ფერდოები, პროექტით მოცემული ხიმინჯოვანი რიგის გარდა, სხვა რაიმე სახის სპეციალური ღონისძიებების გატარებას, მშენებლობის პერიოდში არ საჭიროებენ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საპროექტო შენობის სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას ცალსახად დადებით რეკომენდაციას ვაძლევ“, - აღნიშნულია დასკვნაში.



პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე დაირგვება 116 ძირი მწვანე ნარგავი: 38 ძირი ცაცხვი, 26 ძირი კედარი, 13 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 16 ძირი წითელი ნეკერჩხალი, 16 ძირი ამბრის ხე, 4 ძირი იფანი, 3 ძირი ვერცხლისფერი (მჩხვლეტავი) ნაძვი.



საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „თბილისი მოლი“-ში პარტნიორების წილობრივი გადანაწილება ასეთია:

ლაერტი ზუბადალაშვილი - 20%
ხვიჩა მაქაცარია - 26%
ილონა მეტრეველი, საქართველო, /რუსეთის ფედერაცია/ - 10%
წილებით შეზღუდული კერძო კომპანია ჰოლდექს ინტერსეილს კორპ., 1688351 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) – 44%.

კომპანიის დირექტორია შალვა წაქაძე.


„კომერსანტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს.  რა დრო დასჭირდება პროექტის განხორციელებას,  რა რაოდენობის ინვესტიცია ჩაიდება პროექტში და ასევე რა ბედი ელით ე.წ დეზერტირების ბაზრის მოიჯარეებს - ამ საკითხებზე  დამატებით ინფორმაციას კომპანია „თბილისი მოლისგან“ ელოდება.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up