კომპანია „ზედაზენის“ პორტფელს კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი - Dilmah-ის ცივი ჩაი შეემატა

კომპანია „ზედაზენის“ პორტფელს კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი - Dilmah-ის ცივი ჩაი შეემატა

access_time2022-09-12 14:50:00

კომპანია „ზედაზენის“ პორტფელს კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი - Dilmah-ის ცივი ჩაი შეემატა. „დილმა“ ნამდვილი ცეილონის ჩაის, ნომერ პირველი მწარმოებელია შრი-ლანკაში. მის ხარისხს განსაზღვრავს შრი-ლანკის კლიმატი და ნიადაგი, რომელიც იდეალურია ჩაის მოსაყვანად. ამასთან ერთად, მწარმოებლები მცენარეს კრეფენ ხელით, რა დროსაც საუკეთესო ფოთლებსა და ყლორტებს არჩევენ. სწორედ ეს განაპირობებს პროდუქციის უნიკალურ გემოვნურ თვისებებსა და ხარისხსს. შედეგად, მიღებული პროდუქტი მდიდარია ბუნებრივი მცენარეული ანტიოქსიდანტებით.


მსოფლიოში საუკეთესო ჩაის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, Dilmah-ის პორტფოლიოში მზა ცივი ჩაის დამატებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ფუნქციური, მზა სასმელების ინდუსტრიაში Dilmah-ის გამოჩენა ახალი დღის წესრიგის შექმნას შეუწყობს ხელს. „გავხადოთ სამყარო უკეთესი“ - ესაა Dilmah-ის განაცხადი.


„კომპანია „ზედაზენს“ უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე ახალი კატეგორიის პროდუქტის შექმნისა და განვითარების. ჩვენ ყურადღებით ვეცნობით მსოფლიო ტენდენციებს და ვცდილობთ, მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე აქტუალური და ფუნქციური პროდუქტი შევთავაზოთ. „Dilmah Tea“-სთან პარტნიორობა, გვაძლევს საშუალებას ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ მსოფლიოში ჩაის კატეგორიის ლიდერი ბრენდის მოთხოვნადი პროდუქტი. მეორე მხრივ, ჩვენი მიზანია, ქართული და რეგიონის ბაზრები უწყვეტად მოვამარაგოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. „Dilmah Tea“ გახლავთ უნიკალური, უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთლებისაგან სპეციალური რეცეპტით მომზადებული ცივი ჩაი, რომლის გემოც უკვე კარგად ნაცნობია ევროპასა და ამერიკაში. დამზადებულია კონსერვანტებისა და მინარევების გარეშე. „დილმას“ საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სიძლიერის გემოსა და არომატს. ასეთი არჩევანი ბაზარზე იშვიათია ან საერთოდ არ არის. ამიტომ ვფიქრობთ, საქართველოში ამ ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვანია ხარისხისა და ჩაის გემოს მოყვარულთათვის“, - განაცხადა ქართული ლუდის კომპანიის - „ზედაზენის“ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.


როგორც კომპანია ზედაზენში აცხადებენ, „დილმასთან“ თანამშრომლობის გადაწყვეტილება, სწორედ მისი წარმოებული ჩაის მაღალმა ხარისხმა განაპირობა.



„ზედაზენის მრავალწლიანმა სამეწარმეო გამოცდილებამ და სანდოობის უმაღლესმა კოეფიციენტმა ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, განაპირობა თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ჩვენთვის პრიორიტეტულია კომპანიის ტრადიციული ღირებულებები და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი, მართლაც უნიკალური პროექტი, საინტერესოდ და ქვეყნებისთვის სასარგებლოდ წარიმართება. "Dilmah"-ის საოჯახო მემკვიდრეობაში მზა ცივი ჩაის შემოტანა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მუდმივ ვალდებულებას, მსოფლიოს შევთავაზოთ ფუნქციური სასმელების კატეგორია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლები არჩევანს ჩვენს ბრედნზე აკეთებენ სასმელებს ფუნქციური უპირატესობებით და Dilmah Ready-To-Drink სერია სწორედ ისაა, რასაც ისინი ითხოვენ – ახალი გემრიელი და გამაგრილებელი ჩაი, რომელმაც გაიარა მინიმალური დამუშავება თავისი ბუნებრივი სიკეთის შესანარჩუნებლად“, - განმარტა Dilmah Ceylon Tea Company“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა როშან ტისაარაჰმა.


მომხმარებელი დახლებზე Dilmah's Ready-to-Drink სერიის 3 სახეობის დებიუტანტ გემოს იხილავს:

ცივი ჩაი ატმის არომატით და გემოთი


ცივი ჩაი ტროპიკული ხილის არომატით და გემოთი


ცივი ჩაი ალოე ვერეს გემოთი




(R)





თეგები:
ცივი ჩაი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up