კომპანიამ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ უნიკალური მუხის 1000 ნერგი დარგო

კომპანიამ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ უნიკალური მუხის 1000 ნერგი დარგო

access_time2021-09-15 17:35:17

ჩვენს პლანეტაზე არსებულმა გლობალურმა პრობლემებმა ეკოლოგიაზე ზრუნვის საჭიროება გააჩინა. სწორედ ამიტომ თანამედროვე სამყაროში გარემოსდაცვითი საკითხები სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა აქტუალური. მსოფლიოში ნელ-ნელა გამოჩნდნენ ეკომეგობრული კომპანიებიც, რომელთათვისაც ეკოლოგია და, ზოგადად, ეს თემა ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორიც ეს გარემოსდამცველი თუ ცალკეული ინდივიდებისთის.


„ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ მწვანე არჩევანი


ჯერ კიდევ 2015 წელს „ტოიოტამ“ მსოფლიოს გამოწვევას უპასუხა და უმნიშვნელოვანესი პროექტი „ეკოგამოწვევა 2050“ წამოიწყო, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსირებას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და ეკოსისტემასთან ჰარმონიულ თანაარსებობას გულისხმობს. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე „ტოიოტა ცენტრმა თეგეტა“ 2019 წლიდან მწვანე გზა აირჩია, ამ გლობალურ კამპანიაში ჩაერთო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წახალისებას შეუდგა. აღნიშნულ წამოწყებას 2021 წელს ტოიოტა ცენტრი ბათუმიც შეუერთდა. ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი თეა მანჯავიძე ეკომეგობრული კომპანიის მიერ განხორციელებული კამპანიის შესახებ გვიყვება:


„უკვე 2 წელია ყველა მომხმარებელი, ვინც „ტოიოტა თეგეტაში“ ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ მოდელს შეიძენს, „მწვანე გზის კლუბის“ წევრი ხდება, საჩუქრად გადაეცემა გამწვანების ბარათი, ხოლო ჩვენი კომპანია მის სახელზე აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფ მუხის ნერგს რგავს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ამ კამპანიით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს უმნიშვნელოვანეს პროექტს უერთდება, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს და აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე იმერული მუხის აღდგენას გულისხმობს“.


აღდგენილი იმერული მუხა



საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი, გადაშენების პირას მყოფი იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. „ტოიოტა ცენტრ თეგეტამ“ კი უკვე ამ უნიკალური მუხის 1000 ძირი დარგო. როგორც თეა მანჯავიძე ამბობს ეკომეგობრული კომპანია გარემოზე ზრუნვას კვლავაც აგრძელებს.


„ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, რა თქმა უნდა, მას პერმანენტული ხასიათი ექნება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს ეკოლოგიაზე ზრუნვაში და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ხეების დარგვის პროცესში ჩვენი მომხმარებელიც აქტიურად ჩაერთვება“.


ადამიანები ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის


თანამედროვე სამყაროში ადამიანები ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე - სურვილის მიუხედავად ეკოლოგიაზე და უკეთესი გარემოს შექმნაზე ზრუნვას ხშირად ვერ ახერხებენ. გამწვანების პროექტი „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ მომხმარებელს ამ სურვილის ასრულებაში და ამ მიზნისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა. ტოიოტა ცენტრი ბათუმის მომხმარებელი - ნინო შავაძე, მწვანე გზის პროგრამას ერთერთი პირველი შეუერთდა.


„ყოველთვის მინდოდა, რომ გარემოზე ზრუნვაში ჩემი წვლილი შემეტანა, თუმცა ამას ვერასდროს ვახერხებდი. „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ გამწვანების პროექტი კი ამის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. სწორედ იმ დროს, როდესაც ახალი მანქანის შეძენა გადავწყვიტე, ბათუმში ტოიოტას ოფიციალური ცენტრი გაიხსნა, რომელიც ასევე ჩართულია ამ კამპანიაში. ბევრი არც მიფიქრია და ჩემი არჩევანი ჰიბრიდზე შევაჩერე. გარდა იმისა, რომ ახალი, ეკოლოგიური მანქანით დავდივარ და გარემოს ისედაც ნაკლებად ვაბინძურებ, პარალელურად ჩემ მიერ გავლილ კილომეტრებთან ერთად ხეები ირგვება“.


ეკომეგობრული კომპანიების მხრიდან აქტიურობა საზოგადოებაში ცნობიერებას ამაღლებს და მოტივაციას ზრდის. „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ მომხმარებელი ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილის შეძენისთანავე გზას მწვანე მომავლისკენ ირჩევს და უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა სამყაროში ცხოვრებას ანიჭებს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up