წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1%-ით აღემატება. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.
„კომერსანტმა“ საქსტატიდან უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. გასულ წელს საწარმოებში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით კომპანიების TOP-10-ეული ასეთია:
შპს მაგთიკომი,
შპს თბილისი ენერჯი,
სს ენერგო - პრო ჯორჯია,
შპს ტოიოტა კავკასია,
სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ,
შპს აკვალია საქართველო,
შპს სითი ლოფტი,
სს ბიჯეო ჯგუფი,
შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია),
ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი,
როგორც „საქსტატში“ განმარტავენ, საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.