„კომპანიები რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არიან და პერსონალის შენარჩუნებაც კი უჭირთ“ - რა გამოწვევებია ტექინსპექტირების ბიზნესში

„კომპანიები რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არიან და პერსონალის შენარჩუნებაც კი უჭირთ“ - რა გამოწვევებია ტექინსპექტირების ბიზნესში

access_time2022-06-15 19:00:00

საქართველოში ტექინსპექტირების რეფორმა 2019 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რეფორმა ჩავარდნის პირასაა ან კიდევ ის შედეგები ვერ მოიტანა, რაც მოსალოდნელი იყო.


ტექინსპექტირების ბიზნესს დღეს რთული პერიოდი უდგას და პრობლემებიც მრავლად აქვს. მთავარი გამოწვევები ახლა კვლავ ნაკლები მიმართვიანობა, საინფორმაციო კამპანიების არარსებობა, კანონის არასათანადო აღსრულება და ადმინისტრირებაა. რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ ნახევარი გადის ინსპექტირებას, ჭკვიანი კამერების უდიდესი ნაწილი კი, ხშირად, ჩართული არაა და არც პოლიცია აჯარიმებს მძღოლებს დარღვევის შემთხვევაში.


„რამდენიმე ძირითადი და გამოკვეთილი გამოწვევა გვაქვს. საინფორმაციო კამპანიები კვლავ პერმანენტულ რეჟიმში უნდა იყოს და ვისურვებდი, რომ სახელმწიფოს როლი გაიზარდოს ამ მხრივ, ვინაიდან, ამ მიმართულებით აქტივობა მხოლოდ კერძო ბიზნესს უჭირს.


მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადმინისტრირებაც. კერძოდ კი, ჭკვიანი კამერების მეშვეობით ადმინისტრირება მიმდინარეობს ხარვეზებით, განსაკუთრებით რეგიონებშია ამგვარი პრობლემები. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გამართვის პროცესი ახლა მიმდინარეობს და მალე ამოქმედდება სრული კომპლექტი“, - განუცხადა კომპანია „გრინვეის“ დირექტორმა, ვახტან ებიტაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“.


საწყის ეტაპზე რეფორმა შედარებით წარმატებულად ითვლებოდა. 2019 წელს საქართველოში რეგისტრირებული 1.3 მილიონამდე ავტომობილიდან თითქმის 800 000-მა გაიარა ტექინსპექტირება. თუმცა, გარკვეულწილად პანდემიის ეფექტით, 2020-ში მიმართვიანობა შემცირდა და მხოლოდ 500 000-მდე ავტომობილმა მიმართა ცენტრებს. 2021 წელს, მართალია, მიმართვიანობა გაიზარდა და 700 000-მდე ავტომობილი გამოცხადდა ინსპექტირებაზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა და 1.5 მილიონს გადააჭარბა.


„2022-ის დასაწყისს იმედიანად შევხვდით, თუმცა, პირველი კვარტლის შედეგები იმედის მომცემი არაა - 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15-20%-იანი ჩამორჩენა გვაქვს“, - ამბობს ებიტაშვილი.



როგორც „გრინვეის“ დირექტორი აცხადებს, თავდაპირველი გათვლები ბევრად უფრო პოზიტიური იყო და ბევრმა სუბიექტმა სესხიც აიღო ბიზნესის განსავითარებლად, თუმცა რელობა სხვაგვარი აღმოჩნდა: „ყოველი არგამოცხადებული მანქანა დიდი დანაკარგია კომპანიებისთვის, რომელთაც სასესხო ვალდებულებები აქვთ უცხოურ ვალუტაში და ბუნებრივია, კურსის ცვლილებაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მათზე. როცა სესხს ვიღებდით, პროგნოზი სხვაგვარი იყო. თუმცა, სასესხო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია შევძელით და მოვედით დღევანდელ დღემდე“.


მიმართვიანობის ნაკლებობა ბიზნესისთვის ნაკლებ შემოსავალს, ფინანსურ არამდგრადობას ნიშნავს, რაც კიდევ ერთ პრობლემას აჩენს და ეს პრობლემა კვალიფიციური კადრების გადინებაა.


„კომპანიები რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არიან და პერსონალის შენარჩუნებაც კი უჭირთ. ძალიან დიდი გადინებაა იმ თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ტექინსპექტირების პროცესში არიან ჩართულნი. არადა, მათთვის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ძალიან მტკივნეულია კომპანიებისთვის, როდესაც ფინანსური არასტაბილურობის გამო კარგავენ კვალიფიციურ პერსონალს. ის თანხა, რაც დღეს არის დადგენილი ინსპექტირებაზე, არ არის საკმარისი ბიზნესის შენახვისათვის და პერსონალის შენარჩუნებისათვის. ორგანიზაციების უმეტესობა სავალალო მდგომარეობაშია“, - ამბობს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შიოლაშვილი.


ამ სფეროს წარმომადგენლების აზრით, პრობლემების გადაჭრის გზა ადმინისტრირების გაუმჯობესება, მათ შორის, ჭკვიანი კამერების გამართვა და აღსრულების მექანიზმების გამკაცრება, ასევე საინფორმაციო კამპანიების წარმართვაა, რათა მოსახლეობამ უკეთ დაინახოს ავტომობილების გამართვის სიკეთეები - ეკოლოგიური თუ ავარიების შემცირების კუთხით.


„ადმინისტრირება და აღსრულების მექანიზმები უნდა იყოს ეფექტიანი, საპატრულო პოლიციას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, რეაგირება მოახდინოს დარღვევეებზე და არ ვიყოთ მხოლოდ ჭკვიანი კამერების იმედზე. 99%-ზე მეტი გამოწერილი ჯარიმებისა დღეს ჭკვიან კამერებზე მოდის. მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ვისაუბროთ ინსპექტირების სიკეთეებზეც.


გარდა ამისა, 1.5 მილიონამდე რეგისტრირებული მანქანიდან ბევრია ისეთი, რომელიც უტილიზაციას ექვემდებარება, ფიზიკურად არ არსებობს, გაჩერებულია, დაშლილია ან ასე შემდეგ. აქტიური ავტომობილების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია და ესეც გადაწყვეტას მოითხოვს. ჩვენ უნდა მივიღოთ რეალური ავტოპორტფელი და მუდმივად ვაწარმოოთ რეალური სტატისტიკა“, - ამბობს ებიტაშვილი.


მიუხედავად სირთულეებისა, მიდმინარე წელს მაინც შეინიშნება პოზიტიური ტენდენციები, კერძოდ კი, თუ 2020-21 წლებში დახარვეზების მაჩვენებელი 70%-მდეც ადიოდა, 2022 წელს ეს რიცხვი 35%-ის ფარგლებშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტოპორტფელის მდგომარობა უკეთესობისკენ მიდის. ავტომობილების უმრავლესობას მარტივად გამოსასწორებელი ხარვეზები აქვს და თუ პირველად შემოწმებას ვერ გაივლიან, მეორედ უკვე 90%-ზე მეტი ალბათობით წარმატებით გადიან ინსპექტირებას.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up