ბაზარზე კადრების დეფიციტი უფრო და უფრო მწვავდება. როგორც hr.ge-ს მენეჯერი ინგა შახბაზიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანიები ვერ ახერხებენ კადრებით დაკომპლექტებას და როგორც წესი, ხელმეორედ აცხადებენ ვაკანსიებს.
მისივე თქმით, დასაქმებულების მაძიებელ სექტორებს შორის ყველაზე აქტიური გაყიდვების სფეროა.
„კადრებს ყველა სექტორი ეძებს, თუმცა პირველ ადგილზე გაყიდვების კატეგორიაა - 24%-ით, მეორეა ჰორეკა სექტორი -17%-ით. ასევე მაღალია მოთხოვნა საბანკო საფინანსო და სამედიცინო სფეროდან. ასევე გაიზარდა მოთხოვნა აიტი სფეროშიც, რომელიც პანდემიამდე ასეთი აქტუალური და აქტიური არ იყო, ახლა კი ჯამური განცხადებების დაახლოებით 6%-ს წარმოადგენს.
ჩვენ სამუშაოს მაძიებლებს ვითვლით ორგვარად, ერთი არის სიატზე ვიზიტორები, რადგან ვინც დაინტერესებულია ის შემოდის და ამ კუთხით საიტის რეიტინგი გაზრდილია, მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ რეგისტრაციებით იქ კლებაა. ადრე თუ რეგისტრირდებოდა 150-200 სამუშაოს მაძიებელი, ახლა მათი რიცხვი დაახლოებით 100-120-ია.
ვაკანსიები სამუშაოს მძაიებლებზე ბევრად მეტია. ადრე თუ ერთ ვაკანსიაზე იგზავნებოდა 150 რეზიუმი, დღეს ეს ციფრი მაქსიმუმ 10 და 20-ია. კლება თვალსაჩინოა. კომპანიები ვერ ახერხებენ კადრებით დაკომპლექტებას და როგორც წესი, ხელმეორედ აცხადებენ ვაკანსიებს“, - განაცხადა ინგა შახბაზიანმა.