„საგადასახადო კოდექსში“ როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისთვის ცვლილებებია, საქმე ეხება დაბეგვრის ახალ რეჟიმს. ცვლილება შეეხებარეექსპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების დაბეგვრას, ასევე რიგითი მოქალაქეების მიერ ქონებისა თუ აქტივის გაყიდვის შედეგად ნამეტის დაბეგვრის პრაქტიკას.
საგადასახადო კოდექსში სიახლეა იმ პირებისთვისაც, რომლებიც დღგ-ს გადახდას თავს არიდებენ. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა კომპანიის ბრუნვა 100 000 ლარს მიაღწევს და კომპანია დღგ-თი დაბეგვრას ექვემდებარება, ხდება ახალი კომპანიის დაფუძნება, რომ მეწარმეებმა გადასახადის გადახდას თავი აარიდონ. უკვე ძალაში შესული ცვლილებების შედეგად, შემოსავლების სამსახურს უფლება მიეცა, რამდენიმე გადამხდელი ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს და გადასახადი დააკისროს, თუ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. ამ უფლების გამოყენების შემთხვევებსა და წესებს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს.