„კომპანიებისთვის, საწარმოებისთვის ჩვენ გავაკეთეთ აბონემენტები, რომელიც წლის ჭრილში, გაცილებით იაფია, ვიდრე ყოველდღიურად ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა“

„კომპანიებისთვის, საწარმოებისთვის ჩვენ გავაკეთეთ აბონემენტები, რომელიც წლის ჭრილში, გაცილებით იაფია, ვიდრე ყოველდღიურად ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა“

access_time2022-06-28 19:00:00

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ამოქმედდება.



„როგორც იცით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტის განხორციელება და ძალიან დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ დავაანონსეთ, რომ პირველი ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონებში, კონკრეტულ მისამართებზე ამოქმედდება აღნიშნული სისტემა. უფრო კონკრეტულად, საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე, სადაც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ადგილები შშმ პირთათვის, ასევე, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. მათთვის პარკირება უფასო იქნება. რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იყო პირველი ივნისიდან, სადაც მოსახლეობამ შეძლო დამატებითი ინფორმაციის მიღება. ასევე, ჩვენი თანამშრომლები ეხმარებოდნენ მათ საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.




მისივე თქმით, ცვლილებით გათვალისწინებული ზონალურ-საათობრივი პარკირების ადგილების რაოდენობა 1751 ადგილს შეადგენს.



„პროექტი მთელი თბილისის მასშტაბით დაიგეგმება, თუმცა, ეტაპობრივად მივყვებით, რადგან სიახლეა და გვინდა, საზოგადოებამაც ფეხი აგვიწყოს. არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულება. გარდა ამისა, კომპანიებისთვის, საწარმოებისთვის ჩვენ გავაკეთეთ აბონემენტები, რომელიც წლის ჭრილში, გაცილებით იაფია, ვიდრე ყოველდღიურად ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა. შესაბამისად, დიდ კომპანიებს შეუძლიათ, ეს აბონემენტები შეიძინონ და თავიანთი თანამშრომლებისთვის გამოიყენონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up