კომპანიებმა, რომლებიც ტვირთებს ჩრდილოეთის მიმართულებით ატარებდნენ, დაინახეს რომ ხარჯი საქართველოდან 1.5-ჯერ ნაკლებია - CMA CGM Georgia

კომპანიებმა, რომლებიც ტვირთებს ჩრდილოეთის მიმართულებით ატარებდნენ, დაინახეს რომ ხარჯი საქართველოდან 1.5-ჯერ ნაკლებია - CMA CGM Georgia

access_time2022-11-10 11:00:56

„მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფანმა გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. ამისთვის საჭიროა მაღალ დონეზე კოორდინაცია, რათა ჩვენი სატრანსპორტო გადაზიდვები იყოს კომფორტული, უფრო მიმზიდველი საერთაშორისო აქტორებისთვის, რათა ქვეყანამ მიიღოს დამატებითი შემოსავლები ამ მიმართულებიდან. 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


გადამზიდავი კომპანია CMA CGM Georgia-ს გაყიდვების მენეჯერი ჰამლეტ ჭანტურია „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ამ ტვირთნაკადის შენარჩუნება შესაძლებელია, რადგან კომპანიებმა, რომლებიც ტვირთებს ჩრდილოეთის მიმართულებით ატარებდნენ, დაინახეს რომ ხარჯი საქართველოდან 1.5-ჯერ ნაკლებია.


„ჩვენ რაც უფრო უკეთესად გვექნება ინფრასტრუქტურა გამართული მით უფრო დიდი შანსია, რომ ის ტვირთნაკადი რაც დღეს გვაქვს მომავალშიც შევინარჩუნოთ. რასაც საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიები, საზღვაო ხაზები, რკინიგზა და სხვა აკეთებს, ის არის რომ ეს არ იყოს ერთჯერადი და როცა ბაზრები გაიხსნება ტვირთნაკადები ძველ მიმართულებებზე დაბრუნდეს. ტვირთის ბუნებაც ის არის, რომ ნახოს უკეთესი გზა, რასაც ტრანსპორტირების ნაკლები თანხები დასჭირდება. ჩვენ როგორც საზღვაო ხაზები, რასაც ვაკეთებთ, არის ის რომ ტვირთები რომლებიც გადიოდა ჩრდილოეთის მიმართულებით, რაღაც ნაწილი რა თქმა უნდა ისევ დაუბრუნდება ძველ გზას, რადგან თავიანთი მიდგომები აქვთ, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც დარჩება, რადგან ხარჯი არ არის ისეთი ძვირი როგორიც ჩრდილოეთ მიმართულებას აქვს. იმ კომპანიებმა, რომლებიც ჩრდილოეთის მიმართულებით ატარებდნენ ტვირთებს დაინახეს, რომ ხარჯი საქართველოდან 1.5-ჯერ ნაკლებია, მაგრამ არსებობს რაღაც სეგმენტი რომლებსაც მაინც საკუთარი შეხედულებები აქვთ და ურჩევნიათ ის ძველი გზა.



ბაზარი ამბობს, რომ თუ ინფრასტრუქტურა ცოტათი მაინც უკეთესი იქნება, ტერმინალებიდან დაწყებული მოწესრიგებული ლიანდაგებით დამთავრებული, ახლა რაც მოვიზიდეთ ეს ტვირთებიც დარჩება და კიდევ დაემატება. ამას გარდა პორტები ცალკე მუშაობენ რკინიგზასთან, რათა კოლაბორაცია გავაკეთოთ და წყვეტა არ მოხდეს. მართალია გეოპოლიტიკური მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, თუმცა ამან საშუალება მოგვცა მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანი გავმხდარიყავით. არის ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რისი მოგვარებაც კიდევ უფრო დიდი წინსვლის შანს მოგვცემს“, აღნიშნა ჰამლეტ ჭანტურიამ.


2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჯამური ტვირთბრუნვა, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გზით - 13.5 მილიონი ტონა ტვირთი, რკინიგზით კი 6.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2022 წლის II კვარტალში სატრანზიტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა. ზრდა, უმეტესწილად, თურქეთზე, რუსეთზე, უზბეკეთსა და ყაზახეთზე მოდის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით გაიზარდა.






თეგები:
CMA CGM Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up