„კომპანიებს, რომლებიც 2-კვირიანი დასვენების პერიოდში იმუშავებენ, ჯარიმა არ დაეკისრება“

„კომპანიებს, რომლებიც 2-კვირიანი დასვენების პერიოდში იმუშავებენ, ჯარიმა არ დაეკისრება“

access_time2021-01-05 09:00:00

„კომპანიებს, რომლებიც 2-კვირიანი დასვენების პერიოდში იმუშავებენ, ჯარიმა არ დაეკისრება,“ - ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა ცხაკაიამ განაცხადა.



„იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ არ შემოიტანა სრული სიცხადე, თუ რა სახის უქმე დღეებზე გვაქვს საუბარი. რეალურად, ის ჩამონათვალი, რაც მთავრობის დადგენილებაშია ძალიან მცირეა, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე დაზუსტება. დაუზუსტებელია მედიასთან დაკავშირებით ეს საკითხი, ასევე გაურკვეველია იმ კომპანიების საკითხი, ვინც ინტერნეტს გვაწვდის. ამ დადგენილებებით, ნებისმიერ საჯარო სამსახურს განესაზღვრა სრული დისკრეცია, თავისუფალი არჩევანი ვინ ამუშაონ და ვინ არა. ანუ რეალურად ეს შეზღუდვები ასე მძიმედ და გაურკვევლად მხოლოდ კერძო სექტორზე გავრცელდა.



მთავარი კითხვა არის, თუ რა სახის უქმე დღეებია ქვეყანაში გამოცხადებული. თუმცა ამაზე პასუხი საკმაოდ რთულია ისევ და ისევ არსებული გაურკვეველი დადგენილებიდან გამომდინარე. შრომის კოდექსი განსაზღვრავს ზოგად უქმე დღეებს. დაახლოებით, 17 ასეთი უქმე დღე გვაქვს, რომელთა შემთხვევაშიც თუ დამსაქმებელი თანამშრომელს სთხოვს მუშაობას, დამსაქმებელი ვალდებულია ზეგანაკვეთური ანაზღაურება გადაიხადოს. ამასთან, დამსაქმებელს არ აქვს უფლება, დასაქმებულს სხვა დღეებში მოსთხოვოს ამ უქმე დღეების ანაზღაურება. თუმცა, ახლა შრომის კოდექსით, მთავრობას გამონაკლისის სახით მიეცა უფლება დაადგინოს სხვა უქმე დღეებიც, რომლებიც განსხვავდება იმით, რომ ასეთ დღეებში დამსაქმებელი უფლებამოსილია თანამშრომელი დაასვენოს, მაგრამ ამის სანაცვლოდ სხვა დასხვენების დღეს მოსთხოვოს მუშაობა.



რაც შეეხება იმ კომპანიას, რომელიც ამ 2-კვირიანი დასვენების პერიოდში გააგრძელებს საქმიანობას, არანაირი სანქცია და ადმინისტრაციული ჯარიმა არ დაეკისრება. რადგან ჩვენი აზრით, ეს არის უქმე დღე, რომელსაც მთავრობა აწესებს და რომლის სანაცვლოდაც დამსაქმებელი უფლებამოსილია თანამშრომელს მოსთხოვოს მუშაობა სხვა დასვენების დღეებში, შესაბამისად, თუ დამსაქმებელი შეუთანხმდა დასაქმებულს იმუშაონ იანვრის დღეებში, ეს არ იქნება დარღვევა და იქნება ორმხრივი შეთანხმება,“-განაცხადა ცხაკაიამ.



მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე, ანუ დასვენების დღეებად ცხადდება. ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, განისაზღვრა საქმიანობები, რომელთაც „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება არ შეეხება. ესენია:



პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.




ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.



ფარმაცევტული საქმიანობა.



სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.



საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება.



ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.



საფოსტო და საკურიერო მომსახურება.



პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.



სამაშველო საქმიანობა.



ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.



უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).



დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.



BPN.GE





თეგები:
ჯარიმა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up