„კომპანიებს, რომლებსაც კურსის  სხვაობა დაზღვეული არ აქვთ, შესაძლოა პრობლემები შეექმნათ“ - გვანცა მელაძე ეროვნული ვალუტის გამყარებაზე

„კომპანიებს, რომლებსაც კურსის სხვაობა დაზღვეული არ აქვთ, შესაძლოა პრობლემები შეექმნათ“ - გვანცა მელაძე ეროვნული ვალუტის გამყარებაზე

access_time2023-03-15 11:00:50

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მონაცემები სექტორების და პროდუქციის მიხედვით ჩაშლილი არ არის, ვფიქრობ რომ ეს სეზონი თხილის ექსპორტის ზრდით არის დატვირთული, შესაბამისად სწორედ აქედან გამომდინარეობს სოფლის მეურნეობის სექტორში ექსპორტის ზრდაც,“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“  ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გვანცა მელაძემ ისაუბრა. მისი თქმით საქართველოს  ექსპორტის უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია ფეროშენადნობზე, შესაბამისად ნედლეულის  ექსპორტიც აქედან ბალანსდება, რაც ერთის მხრივ კარგია, რადგან ეს არის ადგილობრივი ექსპორტი და არა რეექსპორტი.

 

„ზოგადად ჩვენი ნედლეული არის იშვიათი და მასზე მსოფლიოში დეფიციტია, ასევე საგაზაფხულო სამუშაოებისთვის იმატებს სასუქების ექსპორტიც, რაც ერთ-ერთი დიდი სასაქონლო პოზიციაა,  შესაბამისად ეს სასაქონლო კოდი არის  იანვარ -თებერვალში ექსპორტზე გასული.“ - აღნიშნა  გვანცა მელაძემ.

 

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გამყარებას, მელაძე აღნიშნავს, რომ თეორიაში ლარის გამყარება ექსპორტზე უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა თუ მაკროეკონომიკურად შევხედავთ, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს  უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, უფრო მეტს ვხარჯავთ დოლარში  ვიდრე  ვყიდულობთ ლარში, აქედან გამომდინარე   მმაკროეკონომიკურად  საქართველოზე  ლარის  გამყარება  დიდად  უარყოფითად  არ აისახება.

 

„თუმცა იმ კომპანიებს, რომლებსაც კურსის  სხვაობა დაზღვეული არ აქვთ, შესაძლოა, რომ პრობლემები შეექმნათ. მაგალითად  ის ექსპორტიორი  კომპანიები, რომლებსაც აქვთ შემოსავალი დოლარში, მაგრამ  მათი სესხი,  კრედიტი არ  არის დოლარში და არის ლარში ეს  ფაქტორი მეწარმეზე ნეგატიურად აისახება,“ - აღნიშნა  გვანცა  მელაძემ.

 


რაც  ეხება  ბაზრების დივერსიფიცირებას,  გვანცა  მელაძე აღნიშნავს, რომ წელს რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ  უფრო  გაიზრდება, რადგან ბევრი კომპანიაა, რომელიც რუსეთში ალკოჰოლის ლიცენზიას  ელოდება, გარდა ამისა  კავშირები  ბევრად  შემჭიდროვდა და რუსეთიდან მოთხოვნა გაიზარდა.


„აქედან გამომდინარე  ალკოჰოლურ  სექტორში  ვარდნას არ ველოდებით  ,  გარდა ამისა ვხედავთ ტენდენციას, რომ ინფლაციის და ლოგისტიკური ხარჯების ზრდის გამო დივერსიფიცირება გაძნელდა,  ასევე  მარკეტინგზე  უფრო  დიდი  ბიუჯეტია  საჭირო,  შესაბამისად  ამ  მონაცემებზე  დაყრდნობით  დივერსიფიცირების  ზრდას  არ  ველოდებით“ , - აღნიშნა  გვანცა მელაძემ.

 

 

 

 თაკო კვაჭანტირაძე

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up