კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან შემოაქვთ მედიკამენტები, შეზღუდვები ვერ ვნახეთ - ზურაბ აზარაშვილი

კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან შემოაქვთ მედიკამენტები, შეზღუდვები ვერ ვნახეთ - ზურაბ აზარაშვილი

access_time2023-04-19 16:45:38

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის შეზღუდვის თაობაზე გავრცელებულ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, ვერც თურქეთში, ვერც კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან შემოაქვთ მედიკამენტები, შეზღუდვები ვერ ნახეს. მინისტრი აცხადებს, რომ მარტში თურქეთიდან წამლების უპრეცედენტოდ მაღალი იმპორტი დაფიქსირდა. „ბაზებს რაც შეეხება, ბაზები ჯერ კიდევ იანვრიდან გამართულია, საქართველოში სულ 4-5 ქსელური აფთიაქი გვაქვს და ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი აფთიაქების ქსელი 98 პროცენტით, სრულად არის ჩართული აღნიშნული ბაზებით ინფორმაციის გაცვლაში. შეუძლებელია ერთი ქსელი სრულად იყოს ჩართული და მეორე, მესამე და მეოთხე ქსელი ასე პრინციპულად მხოლოდ სამი აფთიაქით იყოს წარმოდგენილი და ინფორმაციას მხოლოდ რამდენიმე აფთიაქზე აზიარებდეს - თუ ერთმა შეძლო, სხვასაც შეეძლო. აქედან გამომდინარეა ის განცხადება, რაც გააკეთეს, თითქოს სადამსჯელო ღონისძიებებს ვიწყებთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ნებისმიერის გვერდში დავდგეთ და ქვეყანაში შევქმნათ სწორი სისტემა, რომელიც ფარმაცევტულ ბიზნესს გახდის გამჭვირვალეს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეებისთვის იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მედიკამენტი, არ იქმნებოდეს ხელოვნური დეფიციტი, არ იყოს ფასების გარღვევა. ვერც თურქეთში, ვერც კომპანიებთან, რომლებსაც თურქეთიდან შემოაქვთ მედიკამენტები, მსგავსი შეზღუდვები ვერ ვნახეთ. სხვა ქვეყნებშიც, საიდანაც ჩვენთან შემოდის მედიკამენტები, კონკრეტულ დღეს შეიძლება არ იყოს მედიკამენტი, მაგრამ ეს არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. ჩვენ იმპორტსაც მკაცრად ვაკონტროლებთ და მარტში არის ყველაზე მაღალი იმპორტი თურქეთიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში. იანვარშიც, თებერვალშიც და მთელი წელი აქტიურად შემოდიოდა მედიკამენტები, ასევე აპრილშიც წარმატებით გრძელდება. არის მხოლოდ განცხადება და არანაირი მასალა არ მოჰყვება. თუ რამე შეიზღუდა, იქ იქნებოდა შესაბამისი გადაწყვეტილება. ერთადერთი დეკემბერში ვნახეთ, რომ მინიმალურად გაიზარდა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასი, ეს რამდენიმე მედიკამენტს, ძირითადად ანტიბიოტიკებს ეხებოდა და გაზრდილი იყო ფასი თურქეთში ჭარბი მოხმარების გამო,“ - განაცხადა აზარაშვილმა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up