„კომპრომისზე წავიდა სახელმწიფო, სამაგიეროდ მოითხოვა, რომ სპორტულმა ავტომობილებმა ქუჩაში არ იღმუვლონ“

„კომპრომისზე წავიდა სახელმწიფო, სამაგიეროდ მოითხოვა, რომ სპორტულმა ავტომობილებმა ქუჩაში არ იღმუვლონ“

access_time2022-11-03 16:30:40

სპორტული დანიშნულების ავტომობილის მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ კანონში ცვლილებები განხორციელდა. ამ ცვლილებების მიხედვით სპორტული დანიშნულების ავტომობილს აეკრძალა გადაადგილება 23:00-დან დილის 7 საათამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა სპორტული ავტომობილი შეჯიბრზე  ან პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად გადაადგილდება.

 

აღნიშნულ ცვლილებებს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე დადებითად აფასებს. „კომერსანტთან“ საუბრისას მელაძემ განაცხადა, რომ ეს კანონი მხოლოდ სარბოლო ავტომობილებს ეხება, აქ სპორტული ავტომობილები - Ferrari და Lamborghini არ იგულისხმება.

 

„ახალი კანონის მიხედვით, სპორტსმენებს  სპეციალური შეღავათები დაუწესდათ. თუ ისინი სპორტული დანიშნულების ავტომობილს სარბოლოდ ჩამოიყვანენ, განბაჟებისთვის სიმბოლურად 100 ლარს გადაიხდიან და მანქანა ტექდათვალიერებასაც არ გაივლის, რადგან ასეთი ავტომობილები თავიდან ბოლომდე გადაკეთებულია. კომპრომისზე წავიდა სახელმწიფო, სპორტსმენებისთვის შეღავათები დაუშვა. სამაგიეროდ მოითხოვა, რომ სპორტულმა ავტომობილებმა დღის საათებში ქუჩაში არ იღმუვლონ“, აცხადებს მევლუდ მელაძე.


 

ამასთან ერთად, მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური შემოწმება და სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევა ფედერაციის მხრიდან ხორციელდება. სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნეული ყველა სატრანსპორტო საშუალება კი შსს მომსახურების სააგენტოში სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება.

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up