ხორბლის მარაგთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ლევან სილაგავა შინაარსისა და სათაურების არასწორ კორელაციას უკავშირებს

ხორბლის მარაგთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ლევან სილაგავა შინაარსისა და სათაურების არასწორ კორელაციას უკავშირებს

access_time2022-05-19 13:00:08

რადიო “კომერსანტის“ ეთერში გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ წისქვილკომბინატების  გაჩერებაზე,  ხორბლის  მარაგებზე და ამ საკითხის  გარშემო მთავრობასთან კომუნიკაციაზე  ისაუბრა. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფში, რომელიც  ამ საკითხის განსახილველად შეიქმნა, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. 


ლევან სილაგავას თქმით, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის გეგმა წარმოადგენდა  იმას, რომ გარკვეულწილად  ნიველირების  შემთხვევაში ასოციაცია ითხოვდა გადაწყვეტილების  მიღებას და ამასთან იღებდა ვალდებულებას, მათ  შორის ფასთან მიმართებაში. სილაგავას თქმით, მთავრობას ჰქონდა  გარკვეული მექანიზმები, მაგრამ ეს ყველაფერი  გადაწონა  ფქვილის  იმპორტის  უფრო დაბალმა  ფასმა და აქედან  გამომდინარე, თუ  რომელს  უფრო  მულტიპლიკაციური  ეფექტი  ჰქონდა, მთლიანობაში ვერ  იქნა  შესწავლილი.

 

„აქედან გამომდინარე  იყო ის, რომ ჩვენ პრემიერსაც მივმართეთ,  გვინდოდა  რომ  აზრთა  სხვადასხვაობა,  რომელიც ეკონომიკური  ბლოკის სამუშაო  ჯგუფში იყო დაფიქსირებული,  გარკვეულწილად  კონცენტრირებულად მოგვექცია,  პრინციპში  ამ  აჟიოტაჟის  ფონზე კომუნიკაციის  რაღაცნაირი  ფორმა  მიიღო  ამ ყველაფერმა ,რაც  არც  ჩვენ მოგვწონს,  პრემიერმაც გვიპასუხა და ვუთხარით რომ  ჩვენ  მზად  ვართ და რომ გეგმა  გვაქვს შემუშავებული.

 

ბატონმა  პრემიერმა  ბრძანა, რომ ეს იყოს აჟიოტაჟური  თემა, რაზეც  მე  ვთქვი, რომ სათაურის და შინაარსის ერთმანეთთან არასწორმა კორელაციამ გამოიწვია აჟიოტაჟი. ასევე  იყო მარაგების  თემაც, რაზეც  ჩვენ  პრემიერთან  აბსოლუტურ თანხვედრაში ვიყავით და იგივე  ვთქვით, რომ  მარაგები არის,  ოღონდ  ფქვილად.

 

დღეს  ჩვენ  მივიღეთ  კომუნიკაცია  მათ  შორის  თვითონ  ეკონომიკური  ბლოკის  სამინისტროებიდან, რომ მუშაობა ჩვენს  გეგმაზე,  მათ  გეგმაზე და  რაღაც  შეჯერებულ ვარიანტზე  გაგრძელდება  და  ეს მუშაობა  იქნება  იქით  მიმართული, რომ  წისქვილკომბინატები,  როგორც  პრემიერმა  თქვა,  არა მარტო  სეზონზე  ამუშავდნენ,  არამედ  გრძელვადიანად, იმიტომ რომ ერთი  და თვე ნახევრის  გადაფქვავა და  მერე ისევ  ფქვილზე  გადასვლა  ბიზნეს  პროცესისთვის და  დაგეგმვისთვის  პრობლემურია“,  - აღნიშნა  ლევან  სილაგავამ.


 

სილაგავას  თქმით, დღევანდელი  სიტუაცია  დამაკმაყოფილებელია, იმიტომ რომ  კომუნიკაცია და უკუკავშირი, რომელიც  ასოციაციასა და  მთავრობას  შორის  იყო,  უფრო  გაძლიერდა  და მაღალ დონეზე ავიდა და ეს  პროცესი  პრემიერის  პატრონაჟის  ქვეშ  იქნება.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up